skip to content
ახალი ამბები

მოქკავშირი ცსკოს დაშლას მოითხოვს

(თბილისი, 8 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – “საქართველოს მოქალაქეთა კავშირი” (სმკ) ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკო) სეცვლას მოითხოვს. როგორც სმკ-ს წევრი დეპუტატი ირაკლი გოგავა აცხადებს არსებული ცსკო სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ვერ უზრუნველყოფს.

სმკ-ს ინიციატივა ითვალისწინებს 10 კაციანი ცსკოს შექმნას, რომელშიც შევლენ პრეზიდენტის, პარლამენტისა და უზენასი სასამართლოს მიერ დანიშნული წევრები.

“ჩვენ არ ვემხრობით ცსკოს პარტიული ნიშნით დაკომპლექტეაბას, მასში მხოლოდ პროფესიონალები უნდა შევიდნენ,” განუცხადა “სივილ ჯორჯიას” ირაკლი გოგავამ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button