
ახალი ამბები
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი ვაზიანის ინციდენტს განიხილავს
(თბილისი, 25 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – 25 ივნისს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების საქმეთა კომიტეტი ვაზიანის სამხედრო ბაზიდან სამხედრო აღჭურვილობის გატაცების ფაქტზე იმსჯელებს.
10 ივნისს 13 ტყვიამფრქვევი და სხვა სამხედრო აღჭურვილობა იქნა გატაცებული ვაზიანის სამხედრო ბაზიდან. ამ ინცინდენტის შემდეგ დაცვის ორი ჯარისკაცი დააკავეს.
ამჯამად ვაზიანის ბაზაზე ნატოს სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს ნატო-ს პროგრამა “პარტნიორობა მშვიდობისათვის” ფარგლებში.