ახალი ამბები

საკონსტიტუციო სასამართლო “ეი-ი-ეს თელასის” წინააღმდეგ სარჩელს განიხილავს

(თბილისი, 21 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება განიხილოს შალვა ნათელაშვილის სარჩელი, რომელიც “ეი-ი-ეს თელასსა” და საქართველოს ხელისუფლებას შორის ხელშეკრულების გაუქმებას მოითხოვს.

ლეიბორისტების ლიდერი აცხადებს, რომ ხელშეკრულება საქართველოსთვის კაბალურია და უნდა გაუქმდეს.

იმ შემთხვევაში თუ შალვა ნათელაშვილმა პროცესი მოიგო. ამერიკული კომპანია იძულებული იქნება საქართველო დატოვოს.

Back to top button