
ახალი ამბები
პარლამენტმა სამხედრო-სავალდებულო სამსახურის სისტემის შეცვლაზე იმსჯელა
(თბილისი, 20 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე განიხილა შესწორებების კანონში სამხედრო-სავალდებულო სამსახურის შესახებ. ახალი კანონპროექტის მიხედვით შემოღებულ იქნება სამხედრო გადასახადი 200 ლარის ოდენობით, რომელიც წვევანდელს სამხედრო სამსახურის გადავადების საშუალებას მისცემს. დავდაცვის მინისტრის დავით თევზაძის განცხადებით ახალი კანონპროექტი საშუალებას იძლევა ყოველ წლიურად ბიუჯეტში 16 მილიონი ლარი შემოვიდეს, აქედან 80% თავდაცვის სამინისტროს უნდა მოხმარდეს. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სამხედრო კომისარიატების გაუქმებას. პარლამენტართა უმრავლესობა კანონპროექტს მხარს უჭერს. დოკუმენტის პირველი მოსმენით კენჭისყრა 21 ივნისს შედგება.