skip to content
ახალი ამბები

შევარდნაძემ აბაშიძეს პრემიერობა შესთავაზა

პრეზიდენტმა შევარდნაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურს ასლან აბაშიძეს მომავილი მინისტრთა კაბინეტის მეთაურობა შესთავაზა. ამის შესახებ პრეზიდენტმა სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ედუარდ შევარდნაძეს შეთავაზებასთან დაკავშირებით პასუხი ჯერ-ჯერობით არ მიუღია. პრეზიდენტი ასლან აბაშიძეს 3 ნოემბერს, ბათუმში შეხვდა.

პარლამენტმა მინისტრთა კაბინეტის შემოღების შესახებ მომავალ კვირას უნდა იმსჯელოს.

მსგავსი/Related

Back to top button