ახალი ამბები

“მინისტრებად არ დაინიშნებიან ისინი ვინც მხოლოდ პრეზიდენტს სურს” – ბარამიძე

ახალმა საპარლამენტო უმრავლესობამ ისეთი მინისტრები უნდა დანიშროს, რომლებიც პრეზიდენტ შევარდნაძის მიერ არ იქნებიან მართულნი, განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავჯდომარემ გიორგი ბარამიძემ.

პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ბარამიძემ დაასახელა ის ფრაქციები, რომლებიც შესაძლოა ახალ უმრავლესობაში გაერთიანდნენ. ესენია: “მოქალაქეთა კავშირის”, “ტრადიციონალისტები”, “მრეწველები”, “ახალი აფხაზეთი – ქრისტიან-დემოკრატები”, “მაჟორიგარები” და “XXI საუკუნე”.

ბარამიძის განხადებით იგი ამ ეტაპზე პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომის წინააღმდეგია. იგი მოუწოდებს პარლამენტის წინ შეკრებილ ასობით სტუდენტს, რომლებიც პრეზიდენტის გადადგომას მოიხოვენ, დაიშალონ.

Back to top button