
სასამართლომ ზურაბ ჯაფარიძეს „საბოტაჟის“ საქმეზე 30 000 ლარის ოდენობის გირაოს გადახდა დააკისრა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური პარტიის „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს „საბოტაჟის“ საქმეზე 30 000 ლარის ოდენობის გირაოს გადახდა დააკისრა.
მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა ჯაფარიძეს 30 დღის ვადა მისცა გირაოს გადასახდელად. ამასთან, მას პასპორტი და პირადობის მოწმობა ჩამოერთვა და პროკურორის თანხმობის გარეშე ქვეყნის დატოვების უფლება შეეზღუდა. სასამართლოს სხდომის შემდეგ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, გადაიხდის თუ არა გირაოს.
ჯაფარიძემ ციხე 19 დეკემბერს დილას, შვიდი თვიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა. 22 დეკემბერს მან განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მოსმენა იყო ჩანიშნული, სადაც მას „საბოტაჟს“ და უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას ედავებიან. ბრალდება შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
This post is also available in: English