
სები: ოქტომბერში 167 მილიონი აშშ დოლარის შესყიდვის შემდეგ საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვებმა 5.6 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ 2025 წლის ოქტომბერში 167.4 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა, რის შედეგადაც ქვეყნის საერთაშორისო სავალუტო რეზერვებმა 5.6 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.
ეროვნული ბანკის მონაცემების თანახმად, მარტში 101.7 მლნ-ის, აპრილში 266.4 მლნ-ის, მაისში 245.4 მლნ-ის, ივნისში 266.0 მლნ-ის, ივლისში 416.9 მლნ-ის, აგვისტოში 199.6 მლნ-ის, სექტემბერში 100 მლნ აშშ დოლარის და ოქტომბერში 1676.4 მილიონი დოლარის შესყიდვა განხორციელდა. ჯამურად 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში წმინდა შესყიდვებმა 1.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
„საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია“, – განაცხადა ეროვნულმა ბანკმა 25 ნოემბერს. „როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის“. საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 25 დეკემბერს გამოაქვეყნებს.
This post is also available in: English