We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი გერმანიის ელჩს შეხვდა

„ქართული ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი 25 სექტემბერს გერმანიის ელჩს პიტერ ფიშერს შეხვდა მას შემდეგ, რაც წინა დღეს იგი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევასა და ვენის კონვენციის დარღვევაში დაადანაშაულეს.

„შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ბოლო პერიოდის დინამიკა განიხილეს. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა არ არის კმაყოფილი ორ ქვეყანას შორის დღეს არსებული ურთიერთობების დონით და იმედოვნებს, რომ ვითარება შეიცვლება“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესრელიზში.

ამავე პრესრელიზის თანახმად, საუბარი შეეხო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატის დაბარებას. „აღინიშნა, რომ ეს დიპლომატიური ზომა შესაბამის წინაპირობებს ეფუძნებოდა. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობებს და იმედოვნებს, რომ დიპლომატიური წარმომადგენლების საქმიანობა ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობის პრინციპების შესაბამისად გაგრძელდება“.

This post is also available in: English

Back to top button