ახალი ამბები

მელიქიშვილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სამი პირია დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 სექტემბერს განაცხადა, რომ მიმდინარე წლის 8-9 სექტემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სამი პირია დაკავებული, მათ შორის ორი პირი მომიტინტეებზე თავდასხმისთვის, ხოლო ერთი თბილისის მერის კახა კალაძის ბარენის დაზიანებისთვის დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დაკავებულებია ორი პირი. ერთ-ერთმა მათგანმა, რომელიც მედიის მიერ იდენტიფიცირებულია როგორც ზაზა მამალაძე, ქალს სახეში გაარტყა. კიდევ ერთმა დაკავებულმა, ი.ბ., რომელიც მედიის მიერ იდენტიფიცირებულია როგორც ირაკლი ბუაჩიძე, მომიტინგეს ხელკეტი ჩაარტყა და პოლიციელს ეუბნებოდა, რომ მათ მხარეს იყო.

მესამე დაკავებული კი მომიტინგეა. მედიის მიერ იგი იდენტიფიცირებულია როგორც მეგი დიასამიძე. შსს-ის ინფორმაციით, იგი ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებითაა დაკავებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით, 162-ე პრიმა მუხლითა და 187-ე მუხლით მიმდინარეობს.

This post is also available in: English

Back to top button