ახალი ამბები

დონალდ ტუსკი: პოლონეთის მთავრობა ევროკავშირს მოუწოდებს, შეაჩეროს ან შეზღუდოს საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა მუშაობს ევროკავშირში მხარდაჭერის მოსაპოვებლად საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების ან შეზღუდვის მიზნით, და ამის მიზეზად დემოკრატიული უკუსვლა და მიგრაციასთან დაკავშირებული წუხილები დაასახელა.

„ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება“, – აღნიშნა ტუსკმა. „ბოდიშს ვუხდი იმ ქართველებს, რომელთაც შესაძლოა შეურაცხყოფილად იგრძნონ თავი, მაგრამ უფრო ფართო გაგებით, მე მტკიცედ ვუჭერ მხარს უვიზო მიმოსვლის შეზღუდვას ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა საქართველო, რომლებიც აღარ იცავენ ძირითად დემოკრატიულ სტანდარტებს და საიდანაც მიგრაცია პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნისა და ევროპის სამართლებრივ და საზოგადოებრივ წესრიგს“, – განაცხადა მან.

ტუსკმა ასევე განაცხადა, რომ ცოტა ხნის წინ პოლონეთიდან „სხვადასხვა დანაშაულის ჩადენისთვის“ საქართველოს 50 მოქალაქე გააძევეს.

This post is also available in: English

Back to top button