სამართალდამცავებმა აზერბაიჯანელ ჟურნალისტს სავარაუდოდ თბილისიდან თურქეთში გამგზავრების საშუალება არ მისცეს

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აზერბაიჯანის მთავრობის მიმართ ოპოზოციურად განწყობილ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, Azel.tv-ს მთავარ რედაქტორს, აფგან სადიგოვს, სამართალდამცავებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თურქეთში გამგზავრების საშუალება არ მისცეს და უთხრეს, რომ მას მხოლოდ აზერბაიჯანში შეეძლო გამგზავრება.

“მათ თბილისის აეროპორტში, საპასპორტო კონტროლის პუნქტთან შემაჩერეს. მითხრეს, რომ ჩემს პასპორტთან დაკავშირებით პრობლემა იყო. მათ ამიკრძალეს აზერბაიჯანის გარდა სხვა ქვეყანაში გასვლა. მათ არ დაუკონკრეტებიათ, რომელმა ქვეყანამ დააწესა აკრძალვა. მათ მხოლოდ ის მითხრეს, რომ ინფორმაციის მიღება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან შემეძლო. დღეს წავავლ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, რათა გავარკვიო ეს საკითხი,” განუცხადა ჟურნალისტმა ამერიკის ხმის აზერბაიჯანულენოვან სამსახურს. თავად ჟურნალისტი ინციდენტს მის კრიტიკულ “პოსტებსა და ვიდეოებს” უკავშირებს.

მისი თქმით, აზერბაიჯანში ვერ დაბრუნდება, რადგან იქ დააკავებენ. მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოშიც მიიღო მუქარები და ქვეყნის დატოვება და უფრო უსაფრთხო ადგილას გადასვლა უნდა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტი საქართველოში გასული წლის დეკემბრიდან მოყოლებული ცხოვრობს.

სადიგოვი აზერბაიჯანში 2020 წლის მაისში გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით მას შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რომელიც საბოლოოდ უზენაესმა სასამართლომ ოთხ წლამდე შეამცირა. სადიგოვი დაახლოებით ორი წლის პატიმრობის შემდეგ ამნისტიით გაათავისუფლეს. იგი 242 დღის მანძილზე შიმშილობდა.


კიდევ ერთი, აზერბაიჯანული მთავრობის მიმართ მწვავე კრიტიკით გამორჩებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც სადიგოვის თურქეთში არგაშვების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. თავად მუხთარლი, რომელიც აზერბაიჯანიდან ოპოზიციური აქტიურობის გამო გამოიქცა და საქართველოში ცხოვრობდა, 2017 წლის 29 მაილსს თბილისში გაუჩინარდა. ჟურნალისტი ბაქოში, აზერბაიჯაში აღმოჩნდა, სადაც მალევე საზღვრის უკანონო კვეთის, სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და დიდი რაოდენობით უცხოური ვალუტის გადატანასთვის ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. დაახლოებით ორწლიანი პატიმრობის შემდეგ, იგი გაათავისუფლეს. 2021 წელს, მან განაცხადა, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა არამხოლოდ იცოდა მისი გატაცების გეგმების შესახებ, არამედ თბილისმა აზერბაიჯანული მხარისაგან სამი მილიონი დოლარის ქრთამიც მიიღო აზერბაიჯანის მთავრობისაგან იმისათვის, რომ მისი გატაცება შემდგარიყო.

მოგვიანებით, 2022 წელს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ იოსებ (სოსო) გოგაშვილმა, რომელიც იმავე წლის 16 ივლისს დააკავეს, განაცხადა, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, მუხთარლის გატაცება ყოფილმა პრემიერმა და მმართველი პარტია ქართული ოცნების დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა ბრძანა.

2021 წლის 14 ივლისს, აზერბაიჯანელი ოპოზიციური ბლოგერი ჰუსეინ ბაკიხანოვი თბილისში საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც თბილისის ცენტრში, სასტუმრო სტამბას სახურავიდან რამდენიმე სართულის სიმაღლიდან ჩამოვარდა. გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე, ბაკიხანოვმა სასწრაფო დახმარების მანქანაში გადაღებულ ვიდეოში თქვა, რომ ხუთი ადამიანი თავს დაესხა მას თბილისის ცენტრში. „დარწმუნებით ვერ ვიტყვი, რომ აზერბაიჯანის მთავრობამ მოაწყო თავდასხმა, მაგრამ ეს არ არის გამორიცხული“, – აღნიშნა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version