საგარეო საქმეთა მინისტრი დარჩიაშვილი უნგრელ კოლეგა სიიარტოს შეხვდა

19 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში, უნგრელ კოლეგას, პიტერ სიიარტოს შეხვდა. მხარეებმა შეხვედრები გამართეს როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, საქართველოს მინისტრმა დარჩიაშვილმა უნგრელ კოლეგას ევროკავშირის პრეზიდენტობა მიულოცა და მადლობა გადაუხადა “უნგრეთის მხრიდან საქართველოსა და მისი საგარეო პოლიტიკური მიზნების ურყევი მხარდამჭერისთვის.” მხარეებმა ასევე საქართველოს ევროპული ინტეგრაციაც განიხილეს.

“ხაზი გაესვა ორი ქვეყნის ჩართულობის მნიშვნელობას შავი ზღვაზე დაკავშირებადობის გაძლიერების მიმართულებით, რაც განსაკუთრებით აქტუალურია არსებული გეოპოლიტიკურ გარემოში ალტერნატიული მარშრუტების უზრუნველსაყოფად,” იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, ენერგეტიკა და ეკონომიკა. “მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს მიერ მიღწეულ შთამბეჭდავ ეკონომიკურ მაჩვენებლებს,” ამბობს საქართველოს საგარეო უწყება. მხარეებმა ასევე “საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ” შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

იმავე ინფორმაციის მიხედვით, “უსაფრთხოების არსებული გამოწვევებზე საუბრისას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.”

შეხვედრამდე, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსულ გამოცემა “რია ნოვოსტისთან” ინტერვიუში შეაქო და დაიცვა საქართველოს სადავო “უცხოური აგენტების” კანონი. პიტერ სიიარტოს აზრით, ეს კანონი არის “ქვეყანის სრულიად გასაგები მცდელობა მოაწესრიგოს და შეზღუდოს გარე ჩარევის შესაძლებლობა.” მან დასძინა, რომ “ჩვენ რაღაც მსგავსი ვნახეთ უნგრეთში, ჩვენი ოპოზიცია მილიონობით დოლარით ფინანსდებობდა საზღვარგარეთიდან, ძირითადად აშშ-დან.” მან ასევე თქვა, რომ “არ ვფიქრობ, რომ ვინმეს, განსაკუთრებით ევროკავშირს, აქვს უფლება გააკრიტიკოს საქართველო ამგვარი კანონის გამო.”

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version