პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სამი წევრი აირჩია

საქართველოს პარლამენტმა 27 ივნისს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სამი წევრი, იზაბელა ოსიპოვა, სოსო სტურუა და გიორგი იაკობაშვილი აირჩია.

იზაბელა ოსიპოვას კანდიდატურას, რომელიც სახალხო დამცველმა წარადგინა, 80-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. 2018 წლიდან დღემდე იგი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი იყო. 2015-დან გაეროს ასოციაცია (UNAG)/ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა, სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ექსპერტია.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი სოსო სტურუას კანდიდატურას 80-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. 2019 წლიდან იგი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი იყო.  

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი გიორგი იაკობაშვილის კანდიდატურას 79-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. იგი ონლაინ მედია საშუალების For.ge-ს მთავარი რედაქტორია.

მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები მაქსიმუმ 6 წლით აირჩევიან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version