პარლამენტმა არჩილ გორდულაძის დეპუტატის უფლებამოსილება ცნო

27 ივნისს საქართველოს პარლამენტმა 77 ხმით „ქართული ოცნების“ პარტიული სიიდან ახალი დეპუტატის არჩილ გორდულაძის უფლებამოსილება ცნო.

არჩილ გორდულაძე გიორგი ცაგარეიშვილს შეცვლის, რომელიც 19 ივნისს ჯანდაცვის მინისტრის ახალ მოადგილედ დაინიშნა. 26 ივნისს პარლამენტმა ცაგარეიშვილის დეპუტატის უფლებამოსილება შეუჩერა.

არჩილ გორდულაძე თბილისის საკრებულოს წევრი იყო მმართველი პარტიიდან. 2018-2023 წლებში იგი „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის აპარატის ხელმძღვანელი, 2016-2017 წლებში კი „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი იყო.

გორდულაძეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის ხარისხი აქვს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version