ახალი ამბები

მსოფლიო საპასპორტო ინდექსის რეიტინგში საქართველო 50-ე ადგილზეა

კომპანია Henley & Partners-ის მსოფლიო საპასპორტო ინდექსის რეიტინგში საქართველო 50-ე ადგილზეა. ინდექსი არის მსოფლიოს ქვეყნების პასპორტების რეიტინგი, რომელიც იმის მიხედვით დგება, თუ რამდენ ქვეყანაში შეუძლია უვიზოდ მოგზაურობა მის მფლობელს. ინდექსი 199 პასპორტს და 227 მიმართულებას მოიცავს.

ქართული პასპორტის მქონე პირს ვიზის გარეშე მოგზაურობა 121 ქვეყანაში შეუძლია. 2024 წლის რეიტინგის თანახმად, პირველ ადგილს ექვსი ქვეყანა ინაწილებს: საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი, იაპონია და სინგაპური. ამ ქვეყნების პასპორტის მფლობელებს მსოფლიოს 194 სახელმწიფოში შეუძლიათ უვიზოდ მოგზაურობა.

2023 წელს საქართველო იმავე რეიტინგში 50-ე ადგილს იკავებდა, თუმცა უვიზო მიმოსვლა 116 ქვეყანასთან შეეძლო. 2023 წელს ხუთი ახალი მიმართულება დაემატა, მათ შორის რუსეთი და ჩინეთი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button