ახალი ამბები

ვენეციის კომისია: საგამოძიებო სამსახურის და პერსონალური მონაცემების კანონებში ცვლილებების სწრაფი მიღება საერთაშორისო სტანდარტებს არღვევს

15-16 დეკემბრის მოსაზრებაში, რომელიც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის დებულებებს ეხება, ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ ცვლილებაშეტანილი კანონების დროის მოკლე პერიოდში მიღება, არსებითი განხილვისა და დებატებში პლურალისტური მონაწილეობის გარეშე, საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ამასთან დაკავშირებით, კომისია „კანონშემოქმედების პროცესში გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების, ინკლუზიურობისა და დემოკრატიული დებატების პრინციპების მკაცრად დაცვისა“ და საჭიროების შემთხვევაში კანონმდებლობაში, საპარლამენტო პროცედურებში ან წესებში ამ პრინციპების ასახვის მიზნით ცვლილებების შეტანის რეკომენდაციას იძლევა.

ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ ყოფილ სახელმწიფო ინსპექტორისა და მისი მოადგილეების თანამდებობიდან გათავისუფლება კანონის უზენაესობის პრინციპს ეწინააღმდეგება და აღნიშნავს: „მომავალში მსგავსი სიტუაციების გამორიცხვის მიზნით, გამოყენებულ უნდა იქნას ეფექტური საშუალებები, მათ შორის. საპარლამენტო პროცედურები“.

მასალა განახლდება…

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button