საქსტატი: თებერვალში ქვეყნის მშპ 5.8%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 31 მარტს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის თებარვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 5.8%-ით გაიზარდა.

საქსტატის ცნობით, საანგარიშო პერიოდში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ვაჭრობა, ტრანსპორტი და დასაწყობება.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, უძრავი ქონების, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების სექტორებში.

ანვარ-თებერვლის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 7.1%-ია.

წყარო: საქსტატი

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version