skip to content
ახალი ამბები

საქართველოს მასწავლებელთა მახასიათებლების ანალიზი: დასკვნები CCIIR-ის ანალიტიკური ბიულეტენიდან

„სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა“ (CCIIR) 13 მარტს საქართველოში მასწავლებელთა მახასიათებლების შესახებ ანალიტიკური ბიულეტინი გამოაქვეყნა სახელწოდებით – „რა უნდა ვიცოდეთ მასწავლებლების შესახებ საქართველოს სკოლებში“.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოში მასწავლებელთა საერთო რაოდენობამ 56 116-ს მიაღწია. აქედან 12 382 თბილისში მუშაობს. მასწავლებლების დიდი რაოდენობით გამოირჩევა იმერეთიც, ხოლო რაოდენობა შედარებით ნაკლებია რაჭა-ლეჩხუმში, მცხეთა-მთიანეთსა და გურიაში.

2006 წლიდან საქართველოში მასწავლებელთა რაოდენობა 14 043 ადამიანით შემცირდა. კლება უფრო აშკარა იყო რუსულენოვან სკოლებში (20.7%), აზერბაიჯანულენოვან სკოლებში (16.9%) და სომხურენოვან სკოლებში (14.2%).

მასწავლებლების საერთო რაოდენობა საჯარო სკოლებში 2006-2007 სასწავლო წლიდან დღემდე. წყარო: CCIIR.

ამჟამად, საქართველოში მასწავლებლების 88%-ზე მეტი ქალია. მამრობითი სქესის მასწავლებელთა წილი ყველაზე დაბალია თბილისში (7.4%), ყველაზე მაღალი კი რაჭა-ლეჩხუმსა და ზემო სვანეთში (+18%). შესაბამისად, ქალ მასწავლებლებს აქვთ პროფესიული განვითარების უფრო მაღალი დონე, ვიდრე მამაკაც მასწავლებლებს. 10%-ით უფრო ხშირია (70.9%) ქალ მასწავლებელს მინიჭებული ჰქონდეს უფროსის სტატუსი და თითქმის 11%-ით უფრო ხშირია ჰქონდეს წამყვანის სტატუსი (11.1%).

აზერბაიჯანულენოვან სკოლებში მამრობითი სქესის მასწავლებელთა წილი სულ მცირე 10%-ით მეტია, ვიდრე სხვაენოვან სკოლებში და თითქმის 26%-ზე მეტს წარდმოადგენს. ყველაზე ნაკლები მამაკაცი მასწავლებელი მუშაობს რუსულენოვან სკოლებში (8.7%). სავალდებულო სასკოლო საგნებიდან უფრო მეტი კაცი მასწავლებელი ასწავლის საგზაო ნიშნებსა და მოძრაობის უსაფრთხოებას (54.7%), სპორტს (50.1%) და სამოქალაქო თავდაცვასა და უსაფრთხოებას (29.8%).

2016-2017 წლიდან 2022-2023 სასწავლო წლამდე, საპენსიო დაჯილდოების პროგრამის განხორციელების მიუხედავად, მასწავლებელთა საშუალო ასაკი საგრძნობლად გაიზარდა, რის შედეგადაც, 40 წლამდე მასწავლებელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა.

მასწავლებლების ასაკობრივი კატეგორიების წილობრივი განაწილება წლების მიხედვით. წყარო: CCIIR.

დღეის მონაცემებით, მასწავლებელთა საშუალო ასაკი 49.97 წელია. ყველაზე მაღალი საშუალო ასაკი გურიაშია – 53.04 წელი, ყველაზე დაბალი კი სამცხე ჯავახეთის რეგიონში – 46.9 წელი. ფიზიკის მასწავლებლებს აქვთ ყველაზე მაღალი საშუალო ასაკი – 55.6 წელი, მათ მოჰყვებათ მეორე უცხო ენის მასწავლებლები – 54.2 წელი და რუსული ენის პედაგოგები – 55.3 წელი. ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს საშუალო ასაკი ყველაზე დაბალი აქვთ – 42 წელი.

მიუხედავად იმისა, რომ საბუნებისმეტყველო საგნებს პედაგოგთა ყველაზე მაღალი საშუალო ასაკის მაჩვენებელი აქვთ, 2016 წლიდან 2021 წლამდე მასწავლებელთა განათლების 60 კრედიტიან პროგრამაზე ამ მიმართულებით ყველაზე ნაკლები სტუდენტი სწავლობს. მაგალითისთვის, ამ წლებში მხოლოდ 26-მა დაასრულა სწავლა ფიზიკის მიმართულებით და 34-მა კი – ქიმიის. შედარებისთვის, სტუდენტ-მასწავლებელთა წილი ყველაზე მაღალია ინგლისურში (29%) და ქართულ ენასა და ლიტერატურაში (20.5%), იმის მიუხედავად, რომ ორივეს მასწავლებელთა დაბალი საშუალო ასაკი აქვთ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button