პარლამენტმა ომბუდსმენობის მსურველთა სია გამოაქვეყნა

საქართველოს პარლამენტმა 30 სექტემბერს იმ პირთა სია გამოაქვეყნა, რომელთაც სახალხო დამცველობის სურვილი გამოთქვეს. დეპუტატთა მხარდაჭერის მოპოვებას სულ 19 პირი ეცდება. ესენი არიან:

დღესვე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ახალი ომბუდსმენის შერჩევის პროცესი „ღიად, გამჭვირვალედ [და] ობიექტურად“ მიმდინარეობს და პარლამენტი შემფასებელთა ჯგუფის შეფასებებს დაელოდება, რომელიც მათ 13 ოქტომბრამდე უნდა წარმოადგინონ.

„ახლა ჯერი ოპოზიციაზეა, რომ შესაძლო კანდიდატებიდან მათ შეარჩიონ მინიმუმ შვიდი კანდიდატი, რომელიც შემდეგ იქნება განხილვის საგანი“, -თქვა შალვა პაპუაშვილმა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მმართველი პარტია სახალხო დამცველობის კანდიდატების დასახელებამდე პროცესში არ ჩაერევა.


სახალხო დამცველობის მსურველთა კონკურსი პარლამენტმა 15 სექტემბერს გამოაცხადა და კანდიდატების რეგისტრაცია 29 სექტემბერს დასრულდა. ომბუდსმენობის კანდიდატებს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შექმნილი შემფასებელთა 9-წევრიანი ჯგუფი შეაფასებს და მათ დეპუტატებს წარუდგენენ.

პარლამენტი კანდიდატების განხილვას მას შემდეგ დაიწყებს, რაც დეპუტატები მათგან მინიმუმ შვიდს შეარჩევენ.

მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უფლებამოსილება 2022 წლის დეკემბერში ეწურება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version