Placeholder canvas
ახალი ამბები

პარლამენტის თავმჯდომარე ფინეთსა და შვედეთს ესტუმრა 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სკანდინავიის ქვეყნებში ვიზიტის ფარგლებში, ფინეთსა და შვედეთში ოფიციალურ პირებს შეხვდა.

15 ივნისს ფინეთში ვიზიტის დროს, პაპუაშვილი ფინეთის პრემიერმინისტრ სანნა მარინსა და ევროპულ საქმეთა საკითხებში ფინეთის რესპუბლიკის მინისტრს, ტიტი ტუპურაინენს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ ფინეთის მთავრობის ადმინისტრაციამ Twitter-ზე დაწერა, რომ საუბარი შეეხო საქართველოს სწრაფვას ევროკავშირში და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, პეკკა ჰაავისტოსთან შეხვედრაზე რეგიონულ გამოწვევებსა და ევროპულ ინტეგრაციაზე ისაუბრა. შეხვედრის შემდეგ, ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ Twitter-ზე დაწერა, რომ ფინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

ვიზიტის ფარგლებში, პაპუაშვილი ფინეთის პარლამენტის თავმჯდომარეს, მატი ვანჰანენსაც შეხვდა და მასთან ორმხრივი საპარლამენტო კავშირები და საქართველოს ევროპული მისწრაფებები განიხილა.

ფინეთში ყოფნის დროს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საზოგადოება „Paasikivi-seura“-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე გამოვიდა სიტყვით.

შვედეთში გამართული შეხვედრები 

16 ივნისს, შვედეთში ვიზიტის დროს, შალვა პაპუაშვილი თავის კოლეგას, ანდრეას ნორლენს შეხვდა და საპარლამენტთაშორისი ურთიერთობების გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან საქართველოს დემოკრატიულ და ინსტიტუციურ განვითარებაში შვედეთის მნიშვნელოვან წვლილს გაუსვა ხაზი.

ვიზიტის ფარგლებში, შალვა პაპუაშვილი ასევე შეხვდა შვედეთის სახელმწიფო მდივანს საერთაშორისო განვითარების საკითებში, ჯენი ოლსონს, სადაც მხარეებმა ორმხრივ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის გაფართოებაზე იმსჯელეს.

17 ივნისს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შვედეთის თავდაცვის მინისტრს, პეტერ ჰულთქვისტს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე, შვედეთის მიერ ნატოში წევრობის განაცხადის შეტანაზე ისაუბრეს.

მხარეებმა უკრაინაში რუსული აგრესიის მიერ გამოწვეულ საფრთხეებსა და საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიების მიღების მნიშვნელობაზეც გაამახვილეს ყურადღბა.

ვიზიტის ფარგლებში, შალვა პაპუაშვილი შვედეთის მეფე კარლ XVI-საც შეხვდა.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ ქართული ოცნების დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი, მაია ბითაძე და ასევე ოპოზიციის დეპუტატი, ჰერმან საბო.

ასევე წაიკთხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button