ახალი ამბები
ეროვნულმა ბანკმა 40 მლნ აშშ დოლარი გაყიდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) 9 მარტს გამართულ სავალუტო აუქციონზე გატანილი 50 მლნ აშშ დოლარიდან 39 570 000 აშშ დოლარი გაყიდა.
სებ-ის ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.3947 შეადგინა.
ეროვნული ბანკის ნაბიჯი უკრაინაში 24 თებერვალს რუსეთის მიერ წამოწყებული ომის პარალელურად ლარის ეტაპობრივ გაუფასურებას მოჰყვა.
მოცემული მომენტისთვის 1 აშშ დოლარი 3.4019 ლარი ღირს, 8 მარტს მისი ღირებულება 3.3991 ლარი იყო.
7 მარტს 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.2744 ლარად იყო შესაძლებელი, 24 თებერვალს კი – ის 3.0162 ლარი ღირდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)