skip to content
ახალი ამბები

ევროკომისია საქართველოს განაცხადზე შეფასებას მოამზადებს

საფრანგეთის მეთაურობით მოქმედი ევროკავშირის საბჭოს თანახმად, წევრი ქვეყნების მისიათა ხელმძღვანელებმა ევროკომისიას სთხოვეს წარმოადგინოს მოსაზრება საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის წევრობის განაცხადების შესახებ.

ევროკავშირის მხრიდან ეს პროცედურული, თუმცა სიმბოლურად მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყნების გაწევრების რთულ და მრავალწლიან გზაზე.

საქართველოს ხელისუფლებას თავდაპირველად განზრახული ჰქონდა წევრობის განაცხადი ბრიუსელში 2024 წელს გაეგზავნა. თუმცა ვითარება 24 თებერვალს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაწყებულმა ფართომასშტაბიანმა ომმა შეცვალა.

საქართველოს მთავრობამ უკრაინის მაგალითი აიღო და ევროკავშირში წევრობის განაცხადს ხელი 3 მარტს, დაჩქარებულად მოაწერა. იმავე დღეს შეიტანა წევრობის განაცხადი მოლდოვამაც.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button