skip to content
ახალი ამბები

კახა კალაძის თქმით, ესტონეთის პრეზიდენტმა თავის ქვეყანას უნდა მიხედოს

ესტონეთის პრეზიდენტის, კერსტი კალიულაიდის განცხადების შეფასებისას, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, შესაძლოა, 20-წლიანი მუშაობა დასჭირდეთ, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ „ყველამ თავის ქვეყანას მიხედოს“.

„ჩემი პასუხი არის ძალიან მარტივი – ყველამ თავის ქვეყანას მიხედოს და ჩვენ როგორმე შევძლებთ რეფორმების განხორციელებას და იმის გაკეთებას, რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან მალე გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ესტონეთის პრეზიდენტის განცხადება

25 აგვისტოს, უკრაინულ ინტერნეტგამოცემა „ევროპეისკაია პრავდასთან“ საუბარში კალიულაიდმა განაცხადა, რომ საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობა ან სპეციალური ტიპის პარტნიორობა უნდა მიიღონ.

„მე უბრალოდ გაფართოებას ვამჯობინებ, მაგრამ ამას ძალიან დიდი დრო დასჭირდება, რადგან იგი ძლიერ დამოკიდებულია პირობითობის [პრინციპზე] და გულწრფელად ვთქვა, ამ სამი ქვეყნიდან არცერთია მზად ევროკავშირის [პირობითობის] კრიტერიუმების შესასრულებლად“, – თქვა პრეზიდენტმა კალიულაიდმა და დასძინა – „ასე რომ, ალბათ 20-წლიანი მუშაობა იქნება საჭირო, იქამდე მისასვლელად“.

„მაგალითისთვის, სამივე ამ ქვეყანას დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის პრობლემები აქვს, ამდენად, თქვენ ჯერ კიდევ არ ხართ მზად ევროკავშირის წევრობისთვის. ჩვენ დახმარებისთვის მზად ვართ, თუმცა სამუშაო ამ ქვეყნებმა თავად უნდა გასწიონ“, – აღნიშნა კალიულაიდმა.

საგულისხმოა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება 2024 წელს ვროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებას გეგმავს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button