ახალი ამბები

ფოტოამბავი: ოპოზიციის „მდუმარე აქცია“ მაიკ პომპეოს ვიზიტისას

18 ნოემბერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან – პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან, ასევე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან შეხვედრები, თბილისის ცენტრში, ოპოზიციის ლიდერების, მათი მხარდამჭერებისა და სამოქალაქო აქტივისტების მდუმარე საპროტესტო აქციის ფონზე წარიმართა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ოპოზიციის წამომადგენლებს არ შეხვდა, რომლებიც 31 ოქტომბრის არჩევნები შედეგებს უნდობლობას უცხადებენ და ახალ პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ. პომპეოსთვის იმის სათქმელად, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ საქართველოში არჩევნები გააყალბა, ოპოზიციამ მხარდამჭერებთან ერთად, რუსთაველის გამზირზე მდებარე პარლამენტის შენობიდან  ფილარმონიის საკონცერტო დარბაზამდე დაახლოებით 1.5 კმ-იანი ცოცხალი ჯაჭვი მოაწყო.

„სამოქალაქო საქართველოს“ ფოტოგრაფმა, იანა ყორბეზაშვილმა ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების მიერ საპროტესტო ბანერებითა და მდუმარე პროტესტით გამოხატული სათქმელი ფოტოებში ასახა.

საპროტესტო აქციის მონაწილე მერაბ კოსტავას გამზირზე ხელში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის ასლით, რომელსაც აწერია „გაყალბებულია“, ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge
პროტესტის მონაწილეები კოვიდ-19-ის პანდემიის გამო სოციალური დისტანციის დასაცავად რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმის პუტინისა და ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიან სტიკერებზე დგანან, ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge
პროტესტის მონაწილე კოსტავას გამზირზე ხელში აშშ-ისა და საქართველოს დროშებით, ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge
პროტესტის მონაწილეები აშშ-ის გაშლილი დროშით რუსთაველის გამზირზე მიაბიჯებენ, ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge
პროტესტის მონაწილეები პირველი რესპუბლიკის მოედანზე ხელში აშშ-ისა და საქართველოს დროშებით, ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge
სოციალური დისტანციის დაცვისთვის გამიზნული სტიკერები ბიძინა ივანიშვილისა და ვლადიმირ პუტინის გამოსახულებით, ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge
სოციალური დისტანციის დაცვისთვის გამიზნული სტიკერები ბიძინა ივანიშვილისა და ვლადიმირ პუტინის გამოსახულებით, ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge
საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტის წინ, ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge
საპროტესტო აქციის მონაწილეები აშშ-ის გაშლილი დროშიც ხელში, ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge
საპორტესტო აქციის მონაწილეები გერმანიისა და აშშ-ის დროშებით პარლამენტის წინ, ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge
ოპოზიციის საპროტესტო აქცია თბილისში, 18 ნოემბერი, 2020, ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button