მოსაზრება

აშშ საგარეო პოლიტიკის ექსპერტები: უნდა გადავხედოთ რუსეთთან პოლიტიკას

ვაშინგტონურ გაზეთ „პოლიტიკოში“ გამოქვეყნდა აშშ წამყვანი საგარეო-პოლიტიკური ექსპერტების ღია წერილი, რომლის თარგმანსაც ქვემოთ გთავაზობთ:


აშშ-რუსეთის ურთიერთობები სახიფათო ჩიხშია შესული, რაც აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს საფრთხეს უქმნის. კიდევ ერთხელ რეალური გახდა საშიშროება, რომ სამხედრო კონფრონტაცია ატომურ ომში გადაიზარდება. ჩვენ ატომური შეიარაღების სახიფათო შეჯიბრისაკენ ისე მივექანებით, რომ ჩვენი საგარეო-პოლიტიკური არსენალი რეაქციების, სანქციების, სახალხო გაკიცხვისა და კონგრესის რეზოლუციებითღა შემოიფარგლება. კოვიდ-19-ის გლობალურმა პანდემიამ და მის მიერ მოტანილმა მსოფლიო ეკონომიკურმა დაღმასვლამ თანამშრომლობის გაღრმავებას კი არ შეუწყო ხელი, არამედ კიდევ უფრო გააუარესა არსებული შუღლი.

ამასობაში, ყურადღების მიღმა გვრჩება ატომური ომისა და კლიმატის ცვლილების საფრთხე, რომლებიც მშვიდობასა და კეთილდღეობას ემუქრება და აშშ-რუსეთის თანამშრომლობას მოითხოვს. ამ უყურადღებობით მოტანილი საფრთხეცა და მისი შესაძლო საფასურიც იმდენად მაღალია, რომ გვწამს, აუცილებელია ყურადღებით, ცივი გონებით გავაანალიზოთ და შევცვალოთ ჩვენი დღევანდელი კურსი.

ამ საქმეს ფხიზლად უნდა შევხედოთ. რუსეთი აფერხებს, ზოგჯერ კი შეუძლებელსაც ხდის ჩვენს მოქმედებებს, განსაკუთრებით ევროპასა და აზიაში მისი ფართო პერიფერიის გასწვრივ. მან უკრაინასა და საქართველოს ტერიტორიები წაგლიჯა. რუსეთი ეწინააღმდეგება ჩვენს გლობალურ ლიდერობას და ჩვენი დახმარებით შექმნილ მსოფლიო წესრიგს. ის ერევა ჩვენს შიდა პოლიტიკაში, ცდილობს გააღრმავოს ჩვენს საზოგადოებაში არსებული წინააღმდეგობები და შელახოს ჩვენი დემოკრატიის რეპუტაცია. საუკეთესო შემთხვევაშიც კი, მომავალში ჩვენს შორის ურთიერთობა შეჯიბრისა და თანამშრომლობის ნაზავი იქნება. პოლიტიკის გამოწვევაა ურთიერთობის ამ ორ რეჟიმს შორის მაქსიმალურად სასარგებლო და უსაფრთხო წონასწორობა მოვიძიოთ. ამ მიზნის მისაღწევად, აშშ საგარეო პოლიტიკას ექვს ზოგად რეცეპტს ვთავაზობთ:

• პირველ რიგში, აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის გაუვნებელყოფისათვის ეფექტური გზები უნდა მოვიძიოთ და – რაც ყველაზე მთავარია – საარჩევნო პროცესის ეჭვქვეშ დაყენების ნებისმიერი მცდელობა აღვკვეთოთ. აუცილებელი ნაბიჯებია ჩვენი საარჩევნო ინფრასტრუქტურის განმტკიცება; რუსეთის იმ მოქალაქეების დასჯა, რომელნიც მოპარული ინფორმაციის იარაღად გამოყენებას ცდილობენ; ჩვენს ინფორმატიკულ სისტემებში რუსეთის შემოღწევისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ასევე, საჭიროა რუსული დეზინფორმაციის მხილებაც. ოღონდ ამასთან ერთად, რუსეთთან უნდა ჩავერთოთ მოლაპარაკებებშიც, საჯარო მზერის მიღმა, და ყურადღება იმას მივაქციოთ, რომ ორივე მხარეს აქვს საშუალება მეორე მხარის კრიტიკული ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დააზიანოს.

• სრული უაზრობაა, რომ ორ ქვეყანას, რომელთაც შესწევთ ძალა ერთმანეთი 30 წუთში გაანადგურონ და მთელი ცივილიზაციაც მოსპონ, სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობა არა აქვთ. უკრაინის კრიზისის შემდეგ საკვანძო ოფიციალური კავშირები გაწყდა, დაიხურა საკონსულოები, საელჩოების კადრები მნიშვნელოვნად შემცირდა. ძალიან ხშირად შეცდომით გვგონია, რომ დიპლომატიური კონტაქტების არსებობა წახალისებაა კარგი მოქცევისათვის მაშინ, როცა სინამდვილეში მათი მიზანი ჩვენი ინტერესების გასატარებლად და მკაცრი გზავნილების გასაგზავნად საკომუნიკაციო არხის შექმნაა. ჩვენ ეს არხები გვჭირდება, გვჭირდება იმისათვის, რომ მინიმუმამდე შემცირდეს გაუგებრობებისა და არასწორი გათვლების შესაძლებლობა, რამაც შესაძლოა ორივე მხარისთვის არასასურველ ომამდე მიგვიყვანოს. ნორმალური დიპლომატიური კავშირების აღდგენა თეთრი სახლის უპირველესი პრიორიტეტი უნდა იყოს, რომელსაც მხარი კონგრესმაც უნდა დაუჭიროს.

• ჩვენი სტრატეგიული პოზა იგივე უნდა იყოს, რაც ცივი ომის დროს წარმატებით გამოვცადეთ – დაბალანსებული შეკავებასა და განმუხტისათვის მზადყოფნას შორის. ჩვენი თავდაცვითი პოზიციაც უნდა შევინარჩუნოთ და, ამავე დროს, რუსეთი სერიოზულ და გრძელვადიან სტრატეგიულ დიალოგშიც უნდა ჩავრთოთ, რომელიც ჩვენს შორის ნდობის ნაკლებობისა და მტრობის ღრმა მიზეზებს შეეხება და ამავე დროს, უსაფრთხოების დარგში მნიშვნელოვან და სასწრაფოდ გადასაწყვეტ გამოწვევებს უპასუხებს:

◦ უმნიშვნელოვანესია აშშ-მა და რუსეთმა დაიბრუნონ ლიდერების ფუნქცია ატომური სამყაროს მართვაში იმ პირობებში, როცა დესტაბილიზაციის მომტანი ტექნოლოგიები, ატომური იარაღის გამოყენებისადმი დამოკიდებულების ცვლილება, ატომური იარაღის სფეროში გაუქმებული ხელშეკრულებები და ატომური იარაღის მქონე სახელმწიფოებს შორის დაძაბულობით აღსავსე ურთიერთობები სულ უფრო სახიფათოს ხდის გარემოს. ეს ნიშნავს, რომ სტრატეგიული შეარაღების შეზღუდვის ახალი ხელშეკრულება (New START Treaty) უნდა გახანგრძლივდეს და სასწრაფოდ უნდა გადავიდეთ შეიარაღების კონტროლის ახალ ფაზაზე, რათა ატომური იარაღის კონტროლის რეჟიმს სტაბილურობა დაუბრუნდეს იმ ახლებურ მსოფლიოში, სადაც დღეს მრავალი ატომური სახელმწიფოა.

◦ [აშშ-რუსეთის] სამხედრო დაპირისპირება ევროპის ყველაზე უფრო არასტაბილურ რეგიონებში, ბალტიიდან შავ ზღვამდე, აუცილებლად, უფრო უსაფრთხო და უფრო სტაბილური უნდა გახდეს. აუცილებელია მუშაობა შეზღუდვებისა და კონტროლის არსებული სისტემების – მაგალითად, აწ საფრთხის ქვეშ მყოფი „ღია ცის ხელშეკრულების“, 2011 წლის ვენის დოკუმენტის – დასაცავად და ნდობის მშენებლობის ახალი ზომების მისაღებად.

• აშშ-ჩინეთის პოლიტიკის წარმატება, არცთუ მცირედაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად შეუწყობს ხელს აშშ-რუსეთს შორის არსებული ურთიერთობა კრიტიკულ თემებზე სამმხრივ მუშაობას. ის პოლიტიკა, რომელსაც დღეს ვატარებთ, სულ უფრო აღრმავებს რუსეთის მზადყოფნას მხარი აუბას ჩინეთის აშშ-სთან დაკავშირებული პოლიტიკის ყველაზე ნაკლებად კონსტრუქციულ ასპექტებს. ისრების საპირისპირო მიმართულებით გადაყვანა ადვილი არ იქნება, მაგრამ სწორედ ეს უნდა იყოს ჩვენი ამოცანა.

• იმ მნიშვნელოვან თემებზე, რომლებშიც აშშ-სა და რუსეთის ინტერესები მართლაც წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან – მაგალითად, უკრაინასა და სირიაში – აშშ მკაცრად უნდა იცავდეს პრინციპულ პოზიციას ჩვენს მოკავშირეებთან ერთად სამართლიანი შედეგის მისაღწევად. ამავე დროს, მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ იმას, თუ რა გავლენას მოახდენს [ამ კონფლიქტების გადასაწყვეტად მიმართული] თანდათანობითი ნაბიჯები ჩვენს ზოგად ურთიერთობებზე [რუსეთთან] და, შესაბამისად, რა გავლენის მოხდენა შეეძლება [ჩვენს შორის] ურთიერთობების გაუმჯობესებას ამ კონფლიქტების გადასაწყვეტად მიმართულ ნაბიჯებზე.

• სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ჩვენი პოლიტიკის ნაწილად უნდა დარჩეს, ოღონდ ისინი ყურადღებით და მიზნობრივად უნდა გამოვიყენოთ და ეროვნული ძლიერების სხვა კომპონენტებთან – მათ შორის დიპლომატიასთან – კავშირში ავამოქმედოთ. დღეს კონგრესის მიერ ხელდასხმული სანქციები თანდათანობით გროვდება, იქნება ეს ყირიმთან და აღმოსავლეთ უკრაინასთან, სოლსბერის მოწამვლასთან, საშუალო სიშორის ატომური ქობინების შესახებ ხელშეკრულების (INF Treaty) დარღვევასთან, არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით. ეს მოსკოვს უკარგავს მოტივაციას, შეცვალოს თავისი საქციელი, რადგანაც მას მიაჩნია, რომ ეს სანქციები მუდმივია. ჩვენი სანქციების რეჟიმს მოქნილობა უნდა დავუბრუნოთ, ისინი მიზნობრივი უნდა იყოს და სწრაფადვე უნდა მსუბუქდებოდეს, როგორც კი რუსეთი გადადგამს ნაბიჯებს ისეთი მოლაპარაკებებისაკენ, რომლებიც არსებული კონფლიქტების ჩვენთვის მისაღები გადაწყვეტისაკენ იქნება მიმართული. ამგვარი ქცევის მაგალითი შეიძლება იყოს რუსეთის ქმედითი ნაბიჯები ჩვენს საარჩევნო პროცესებში ჩარევის შესაწყვეტად. ამის გასაკეთებლად საჭირო იქნება, როგორც თეთრი სახლის, ისე – კონგრესის კეთილი ნება.

საერთო ჯამში, რეალობა ისაა, რომ პუტინის ხელმძღვანელობით რუსეთი ნაციონალისტური ტრადიციით ნასაზრდოები სტრატეგიული ჩარჩოს შიგნით მოქმედებს, რომელსაც ელიტებისა და საზოგადოების მხარდაჭერა აქვს. [პუტინის] შესაძლო მემკვიდრე, უფრო დემოკრატიულადაც რომ იყოს განწყობილი, სავარაუდოდ იმავე ჩარჩოში განაგრძობს მოქმედებას. აშშ-ს პოლიტიკის იმ წინაპირობაზე დაყრდნობა, რომ ამ ჩარჩოს შეცვლა შეგვიძლია და უნდა შევცვალოთ, მცდარია. მსგავსადვე, არ იქნებოდა ჭკვიანური გვეფიქრა, რომ დღევანდელ მიდგომების გაგრძელების გარდა, ჩვენ სხვა არჩევანი არა გვაქვს. რუსეთს ისეთს უნდა მოვეპყროთ, როგორიც ის არის და არა ისეთს, როგორც გვინდა იყოს და ამისათვის სრულად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი სიძლიერე, ოღონდ დიპლომატიისათვის კარი ღია დავტოვოთ. ამგვარად, ფოკუსირებული მიდგომით, ჩვენ შეგვეძლება რუსეთიდან მომავალ საფრთხესაც გავუმკლავდეთ და, ამავე დროს, ურთიერთობები უფრო კონსტრუქციულ რეჟიმში გადავიყვანოთ. თუკი ამას ვერ შევძლებთ, ზედმეტად დიდი საფასურის გადახდა მოგვიწევს.

როუზ გოტტემიოლერი/Rose Gottemoeller
სახ.მდივნის მოადგილე შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების დარგში (2014-2016)


თომას გრემი/Thomas Graham
რუსეთის მიმართულების უფროსი დირექტორი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, 2004-07


ფიონა ჰილი/Fiona Hill
ევროპული და რუსეთის საკითხების უფროსი დირექტორი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, 2017-19


ჯონ ჰანთსმენ უმცროსი/ Jon Huntsman Jr.
აშშ ელჩი რუსეთში, 2017-19


რობერტ ლეგვოლდი/Robert Legvold
კოლუმბიის უნივერსიტეტი


თომას . პიკერინიგი/Thomas R. Pickering
აშშ ელჩი რუსეთში, 1993-96


***


ჯორჯ შულცი/George P. Shultz
სახელმწიფო მდივანი, 1982-89


უილიამ პერი/William Perry
სახელმწიფო მდივანი, 1994-97


ერნეს . მონიცი/Ernest J. Moniz
ენერგეტიკის მდივანი, 2013-17
ატომური საფრთხის ინიციატივა/Nuclear Threat Initiative


სემ ნანი/Sam Nunn
სენატორი, 1972-97
Nuclear Threat Initiative


გერი ჰარტი/Gary Hart
სენატორი, 1975-87


ჯონ ჰეიმრი/John Hamre
თავდაცვის მდივნის მოადგილე, 1997-2000


ჯონ მაკლაფლინი/John McLaughlin
დირექტორის მოადგილე, მოქმედი დირექტორი CIA, 2000-04
The Johns Hopkins School of Advanced International Studies


ჯეიმს ფ. კოლინსი/James F. Collins
აშშ ელჩი რუსეთში, 1998-2001


ჯონ ბეირლი/John Beyrle
აშშ ელჩი რუსეთში, 2008-12


მეგან ო’სალივანი/Meghan O’Sullivan
ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილე ერაყისა და ავღანეთის საკითხებში, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, 2005-07
ჰარვარდის კენედის სკოლა


რიჩარდ ბარტი/Richard Burt
სახ. მდივნის თანაშემწე ევროპისა და კანადის საკითხებში, 1983-85
Global Zero


თომას ქანთრიმენი/Thomas Countryman
სახ. მდივნის თანაშემწე საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ატომნური იარაღის გაუვრცელებლობის დარგში, 2011-17


სტეპლტონ როი/J. Stapleton Roy
Assistant Secretary of State for Intelligence and Research, 1999-2000
Kissinger Institute on China and the United States, Wilson Center


ჯოზეფ ნაი/Joseph S. Nye
Assistant Secretary of Defense for International Security Affairs, 1994-95
Harvard University


გრემ ალისონი/Graham Allison
Assistant Secretary of Defense for Policy and Plans, 1993-94
Harvard Kennedy School


ჩარლზ ბოიდი/Gen. (ret.) Charles Boyd
Deputy Commander-in-Chief, U.S. European Command, 1992-95
Center for the National Interest


ჯორჯ ბიბი/George Beebe
Former Director of Russia Analysis, CIA


მარკ ბიზინგერი/Mark R. Beissinger
Princeton University


რიჩარდ ბეთსი/Richard K. Betts
Columbia University


ქოით ბლექერი/Coit D. Blacker
Senior Director for Russian, Ukrainian and Eurasian Affairs, National Security Council, 1995-96
Stanford University


ბარი ბლეჩმანი/Barry Blechman
Stimson Center


იან ბრემერი/Ian Bremmer
Eurasia Group


ჯორჯ ბრესლაუერი/George Breslauer
University of California at Berkeley


ედმუნდ ბრაუნი უმცროსი/Edmund G. Brown, Jr.
Governor of California, 1975-1983, 2011-2019
Bulletin of Atomic Scientists


ლარი ქოლდუელი/Larry Caldwell
Occidental College


სემუელ ჩარაფი/Samuel Charap
Senior Advisor to the Undersecretary of State for Arms Control and International Security, 2011-12


პეტერ კლიმენტი/Peter Clement
Columbia University, School of International and Public Affairs


ტიმოთი კოლტონი/Timothy Colton
Harvard University


ქეით დარდენი/Keith Darden
American University


ჯილ დოერთი/Jill Dougherty
Georgetown University


დენიელ დრეზნერი/Daniel Drezner
The Fletcher School of Law and Diplomacy


გლორია დაფი/Gloria Duffy
Deputy Assistant Secretary of Defense, 1993-95


სიუზან ელიოტი/Susan Elliott
National Committee on American Foreign Policy


რობერტ დევიდ ინგლიში/Robert David English
University of Southern California


ბრაიან ფინლი/Brian Finlay
Stimson Center


როზემარი ფორსაითი/Rosemarie C. Forsythe
Director for Russian, Ukrainian, and Eurasian Affairs, National Security Council staff, 1993-95


ნენსი გალაგერი/Nancy W. Gallagher
University of Maryland


ჯეიმს გოლდგაიერი/James Goldgeier
American University


თეინ გუსტაფსონი/Thane Gustafson
Georgetown University


შეილა გუოლტნი/Sheila Gwaltney
U.S. Ambassador (ret.)


ზიგფრიდ ჰეკერი/Siegfried S. Hecker
Stanford University


მარტინ ჰელმანი/Martin E. Hellman
Stanford University


რიჩარდ ჰოუგლენდი/Richard E. Hoagland
Caspian Policy Center


დევიდ ჰოლოვეი/David J. Holloway
Stanford University


არნოლდ ჰორელიკი/Arnold Horelick
The RAND Corporation


ედუარდ იფტი/Edward Ifft
Deputy Director of the On-Site Inspection Agency, 1991-98
Stanford University


რობერტ ჯერვისი/Robert Jervis
Columbia University


იან ჰალიცკი/Jan H. Kalicki
Woodrow Wilson Center


მაიკლ კიმიჯი/Michael Kimmage
Catholic University of America


მაიკლ კრეპონი/Michael Krepon
Stimson Center


ჯორჯ კროლი/George Krol
U.S. Ambassador (ret.)


ჩარლზ კუპჩანი/Charles Kupchan
Special Assistant to the President for National Security Affairs, 2014-17
Georgetown University


კლიფ კუფჩაი/Cliff Kupchan
Eurasia Group


მელვინ ლეფლერი/Melvyn P. Leffler
University of Virginia


უილიამ ლერსი/William Luers
U.S. Ambassador (ret.)


ალენ ლინჩი/Allen C. Lynch
University of Virginia


ეილინ მალოი/Eileen Malloy
U.S. Ambassador (ret.)


სტივენ მანი/Steven Mann
U.S. Ambassador (ret.)


ჯესიკა მეთიუსი/Jessica Mathews
Carnegie Endowment for International Peace


რიჩარდ მაცკი/Richard H. Matzke
Former Board Member (Chevron, PetroChina, and Lukoil)


ჯონ მირშაიმერი/John J. Mearsheimer
University of Chicago


მარჯ მედიში/Mark Medish
Senior Director for Russian, Ukrainian and Eurasian Affairs, National Security Council staff, 2000-01


რაიან მენონი/Rajan Menon
City College of New York/City University of New York


რიჩარდ მაილსი/Richard Miles
U.S. Ambassador (ret.)


კრის მილერი/Chris Miller
The Fletcher School


მეთიუ მიურეი/Matthew H. Murray
Columbia University


ალან მასტარდი/Allan Mustard
U.S. Ambassador (ret.)


ლარი ნეპერი/Larry C. Napper
Texas A&M University


მაიკლ ოპენჰაიმერი/Michael Oppenheimer
New York University


ბრუს პეროტი/Bruce Parrott
The John Hopkins School of Advanced International Studies


პიტერ პეტიბონი/Peter Pettibone
Pettibone International ADR LLC


სტივენ პიფერი/Steven Pifer
Senior Director for Russia, Ukraine and Eurasia, National Security Council staff, 1996-97
Stanford University


პოლ პილარი/Paul R. Pillar
Georgetown University


ბარი პოზენი/Barry R. Posen
MIT


უილიამ პოტერი/William Potter
Middlebury Institute of International Studies at Monterey


ჯონ პერნელი/Jon Purnell
U.S. Ambassador (ret.)


ბრედ რობერტსი/Brad Roberts
Deputy Assistant Secretary of Defense for Nuclear and Defense Policy, 2009-13


სინტია რობერტსი/Cynthia Roberts
Hunter College, City University of New York


მეთიუ როიანსკი/Matthew Rojansky
The Kennan Institute


ჯოან როლფინგი/Joan Rohlfing
Nuclear Threat Initiative


ლინ რასტენი/Lynn Rusten
Senior Director for Arms Control and Nonproliferation, National Security Council staff, 2012-14
Nuclear Threat Initiative


სკოტ საგანი/Scott Sagan
Stanford University


ჯეფრი შაფერი/Jeffrey Shafer
National Committee on American Foreign Policy


დიმიტრი საიმსი/Dimitri Simes
Center for the National Interest


კრისტოფერ სმარტი/Christopher Smart
Senior Director for International Economics, Trade & Investment, National Security Council staff, 2013-15


ჯეკ სნაიდერი/Jack Snyder
Columbia University


ენდრიუ სპინდლერი/J. Andrew Spindler
Financial Services Volunteer Corps


ადამ სტულბერგი/Adam N. Stulberg
Georgia Institute of Technology


რონალდ სუნი/Ronald Suny
University of Michigan


დენიელ ტრეისმენი/Daniel Treisman
UCLA


ანა ვასილიევა/Anna Vassilieva
Middlebury Institute of International Studies at Monterey


სტივენ ვოლტი/Stephen M. Walt
Harvard University


ჯონ ვოლფსთალი/Jon Wolfsthal
Senior Director for Arms Control and Nonproliferation, National Security Council staff, 2014-17
Global Zero


ქენეთ იელოვიცი/Kenneth Yalowitz
U.S. Ambassador (ret.)


სტივენ იანგი/Stephen M. Young
U.S. Ambassador (ret.)


დონალდ ზაგორია/Donald Zagoria
National Committee on American Foreign Policy


პიტერ ცვეკი/Peter B. Zwack
Brigadier General (ret.), The Kennan Institute

This post is also available in: Русский (რუსული)

Via
POLITICO (US Edition)
პირველწყარო
It’s Time to Rethink Our Russia Policy
Back to top button