Placeholder canvas
ახალი ამბები

საპატრიარქო აია-სოფიასთვის ნეიტრალური სტატუსის შენარჩუნების მნიშვნელობაზე საუბრობს

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის ინიციატივის საპასუხოდ, რომ უძველეს ძეგლს – აია-სოფიას მეჩეთის სტატუსი დაუბრუნდეს, საქართველოს საპატრიარქომ 9 ივლისს განაცხადა, რომ „ბრძნული ნაბიჯი იქნება, თუ აია-სოფია კვლავაც ნეიტრალურ სივრცედ დარჩება“.

საპატრიარქო აია-სოფიასთვის სტატუსის შესაძლო შეცვლის გამო „გულისტკივილს“ გამოხატავს და დასძენს, რომ ის განცხადებით, „აშენდა როგორც გამორჩეული ქრისტიანული ტაძარი და ამ სახით ფუნქციონირებდა თითქმის 1000 წლის მანძილზე“.

„ცნობილია ისიც, რომ თურქეთის მხარის ეს განაცხადი გარკვეულმა მიზეზებმა განაპირობა, თუმცა, ახლა, როდესაც კაცობრიობა არაერთი გლობალური გამოწვევის წინაშე დგას, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის კეთილგანწყობის შენარჩუნებასა და განმტკიცებას“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

ხაზს უსვამს რა თურქეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის მიმართ პატივისცემას, საპატრიარქო იმედოვნებს, რომ ამ განცხადებას „მეგობარი სახელმწიფო“ მის შიდა საქმეებში ჩარევად არ აღიქვამს.

„იმედი გვაქვს, თურქეთსა და საქართველოს შორის არსებული კეთილმეზობლური, მეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობები კვლავაც გაღრმავდება, რაც ფრიად სასიკეთო იქნება ორივე ქვეყნისათვის“, – ვკითხულობთ საპატრიარქოს განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button