ახალი ამბები

გენერალურ შტაბს ახალი უფროსი ჰყავს

Tags

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 27 დეკემბერის ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილედ და გენერალური შტაბის უფროსად დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი გიორგი მათიაშვილი დაინიშნა.

რაც შეეხება თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის აწ უკვე ყოფილ უფროსს, გენერალ-მაიორ ზაზა ჩხაიძეს, თავდაცვის სამინისტროსვე ინფორმაციით, მან თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილის პოსტზე გადაინაცვლა.

დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი შალვა ჯაბახიძეც და იგი ვენაში, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო წარმომადგენლის თანამდებობაზე დაინიშნა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button