ახალი ამბები

აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ადამიანის უფლებათა ანგარიშში

Tags

„რუსეთის გავლენები საქართველოს ორ ოკუპირებულ რეგიონში – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში – კვლავაც უწყობდა ხელს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს. ეს უკანასკნელი სამოქალაქო საზოგადოების დაშინების მცდელობასაც მოიცავდა“, – ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშში.

5 ივნისს გამოქვეყნებული ანგარიში მსოფლიო მასშტაბით ადამიანის უფლებათა დაცვისა და დემოკრატიის ხელშეწყობის მიმართულებით, საგარეო უწყებისა და მისი დიპლომატიური ქსელის მიერ 2018 წელს განხორციელებულ საქმიანობას მოიცავს.

დოკუმენტში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე იმ ნაწილშია საუბარი, რომელიც რუსეთის ფედერაციას ეხება.

გამშვები პუნქტების უმრავლესობის ჩაკეტვითა და ადმინისტრაციულ ხაზზე ღობეების გავლების გახშირებული შემთხვევების შედეგად, კვლავაც გრძელდებოდა თავისუფალი გადაადგილების შეფერხება, რაც განათლებაზე, ჯანდაცვასა და კერძო საკუთრებასთან წვდომაზეც აისახებოდა. ასევე ვრცელდებოდა სარწმუნო ცნობები ეთნიკური ქართველებისთვის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებზე წვდომის გართულებასთან დაკავშირებითაც“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ გაერთიანებულმა სამეფომ გაეროში საქართველოს იძულებით გადაადგილებული პირების შესახებ რეზოლუციას და გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უმაღლესი კომისრისთვის რეგიონებში დაშვების შესახებ თხოვნას მხარი დაუჭირა.

ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ გაერთიანებული სამეფო ყოველთვის იმოქმედებს „იქ, სადაც რუსეთი საკუთარი საზღვრების მიღმა ადამიანის უფლებებს დაარღვევს“. „ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, დავესწრებით სასამართლო პროცესებს, მხარს დავუჭერთ ადამიანის უფლებათა დამცველებს და საერთაშორისო ყურადღებას რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებზე მივმართავთ“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ასევე ნახეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Show More

Related Articles

Back to top button