Placeholder canvas
ფოტოგალერეა

სტალინი გორში და მის ფარგლებს მიღმა

პარლამენტმა 25 დეკემბერს მესამე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები თავისუფლების ქარტიაში, რომელიც მიზნად ისახავს ქმედითი მექანიზმების შექმნას კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკის აღმოსაფხვრელად. დეპუტატმა ქართული ოცნებიდან ლევან ბერძენიშვილმა, რომელიც კანონპროექტის ერთ-ერთი ნიციატორია ქართული ოცნების დეპუტატ თამარ კორძაიასთან ერთად, განაცხადა, რომ ცვლილებების მიღება განაპირობა სტალინის ძეგლების აღდგენის რამდენიმე შემთხვევამ და იმის საჭიროებამ, რომ ამგვარი პროცესები ერთი კონკრეტული კომისიის რეგულაციის ქვეშ მოექცეს. წუხილები სტალინის მონუმენტების აღდგენასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წინაშე ევროკავშირის რამდენიმე წევრმა სახელმწიფომ გამოხატა, ძირითადად ბალტიისპირეთის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა. შარშან კარნეგის ფონდის დაკვეთით ჩატარდა კვლევა სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და რუსეთში სტალინის მიმართ საზოგადოებრივი განწყობების დადგენის მიზნით. რესპონდენტების 45%–მა საქართველოში დადებითი დამოკიდებულება გამოხატა სტალინის მიმართ, და 68%–მა მას „ბრძენი  ლიდერი“ უწოდა, რომელსაც საბჭოთა კავშირს სიძლიერე და აყვავება მოუტანა; ხოლო 63%–მა უარყოფითი პასუხი გასცა კითხვაზე, იცხოვრებდნენ თუ არა ისინი ქვეყანაში, რომლის მმართველიც სტალინის მსგავსი ფიგურა იქნებოდა. საქართველოში გამოკითხულთა 53% მთლიანად ან ძირითადად დაეთანხმა მოსაზრებას, რომ სტალინი იყო ბოროტი, არაადამიანური ტირანი, რომელიც მილიონობით უდანაშაულო ადამიანის სიკვდილზეა პასუხისმგებელი.

მსგავსი/Related

Back to top button