ფოტოგალერეა

რომა (ბოშათა) ფესტივალი

21 მაისს თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღია ცის ქვეშ პირველი ბოშათა ფესტივალი გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრი, ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი. ღონისძიების მიზანი საზოგადოებისთვის ბოშათა კულტურის გაცნობა იყო. საქართველოში, დაახლოებით, 750 ბოშა ცხოვრობს, თუმცა ზუსტი მაჩვენებლები არ არსებობს და ზოგიერთი შეფასებით, მათი რაოდენობა 1 000–ს აჭარბებს. საქართველოს სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშის თანახმად, რომელიც 2010 წელს მოიცავს, ბოშები „ერთ–ერთ ყველაზე მარგინალურ“ ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოში.

მსგავსი/Related

Back to top button