ფოტოგალერეა

ქართული ღვინის ფესტივალი

ქართული ღვინის წლიური ექსპორტი 2000 წელს არსებული 28.9 მილიონი აშშ დოლარიდან 2004 წელს 48.7 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო 2005 წელს ღვინის ექსპორტის საერთო ღირებულებამ 81.3 მილიონს მიაღწია. შედეგად მისმა წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 9.4%–ი შეადგინა. ლომის წილი რუსეთზე მიდიოდა. თუმცა 2006 წლის მარტის ბოლოს რუსეთმა ქართული ღვინის ექსპორტი აკრძალა და იმ წელს ქართული ღვინის ექსპორტი 41 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირდა, ხოლო 2007 წელს ეს მაჩვენებელი 29.1 მილიონ აშშ დოლარამდე დაეცა. 2007 წელს ღვინის ექსპორტმა 29.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა; 2008 წელს – 36.8 მილიონი აშშ დოლარი; 2009 წელს – 32 მილიონი აშშ დოლარი; 2010 წელს – 39.2 მილიონი აშშ დოლარი, ანუ მთლიანი ექსპორტის 2.5%.

მსგავსი/Related

Back to top button