skip to content
ახალი ამბები

საქართველოს 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგები


საკრებულოს პროპორციული არჩევნების შედეგები ქვეყნის მასშტაბით.

ადგილობრივი არჩევნების დასრულებასთან ერთად, Civil.ge გთავაზობთ არჩევნების შედეგებს და მათ გეოგრაფიულ გადანაწილებას ქვეყნის მასშტაბით.
 
იმ ფონზე, რომ მმართველმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ, არჩევნები 73-ვე ოლქში მოიგო,  მეორე ადგილზე გასული საარჩევნო სუბიექტების შედეგები არაერთგვაროვანია.
 
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მეორე ადგილზე 51 ოლქში, მათ შორის, თბილისის ათივე ოლქში გავიდა.

საერთო შედეგების მიხედვით, ევროპული საქართველო პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მესამე ადგილზეა, თუმცა 9 ოლქში პარტიამ მეორე ადგილზე გასვლა შეძლო.

პატრიოტთა ალიანსი, რომელიც, საერთო შედეგების მიხედვით, მეოთხე ადგილზე იმყოფება, 11 საარჩევნო ოლქში მეორე ადგილზე გავიდა.
 
ცალკეულ საარჩევნო ოლქებში მეორე ადგილზე გასვლა კიდევ ორმა მცირე პარტიამ მოახერხა. მათ შორის არიან პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მიერ დაფუძნებული შენების მოძრაობა, რომელიც მეორე ადგილზე დმანისის საარჩევნო ოლქში გავიდა; ასევე – თამაზ მეჭიაური-ერთიანი საქართველოსთვის*, რომელმაც მონაწილეობა მხოლოდ თიანეთში გამართულ არჩევნებში მიიღო.  
 
საკრებულოს პროპორციულ არჩევნებში მეორე ადგილზე გასული პარტიების შედეგები რეგიონული საარჩევნო ოლქების მიხედვით და თბილისში


 
საკრებულოს პროპორციულ არჩევნებში მეორე ადგილზე გასული პარტიების შედეგები თბილისის საარჩევნო ოლქების მიხედვით

მეორე ადგილზე გასული მერობის კანდიდატების შედეგები საკმაოდ განსხვავებულ სურათს გვაძლევს.

თბილისის მიღმა არსებული 63 ოლქიდან, ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატები მეორე ადგილზე 37 ოლქში გავიდნენ. ევროპულმა საქართველომ მერის არჩევნებზე მეორე ადგილი 12 საარჩევნო ოლქში მოიპოვა. ამასთან, საკრებულოს პროპორციულ არჩევნებში მეორე ადგილის დაკავება ევროპულმა საქართველომ მხოლოდ 9 ოლქში შეძლო.

პატრიოტთა ალიანსის მერობის კანდიდატები მეორე ადგილზე 6 ოლქში გავიდნენ.

შენების მოძრაობის კანდიდატმა მეორე ადგილზე გასვლა დმანისის მერის არჩევნებში შეძლო. თამაზ მეჭიაურმა კი მეორე ადგილი თიანეთის მერის არჩევნებში დაიკავა.

მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატებმა მეორე ადგილების დაკავება თბილისში და ოთხ თვითმმართველ თემში შეძლეს.

თბილისის მერის არჩევნებს რაც შეეხება, მეორე ადგილზე გავიდა დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი, რომელმაც უკან ჩამოიტოვა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი, ზაალ უდუმაშვილი, და ევროპული საქართველოს კანდიდატი, ელენე ხოშტარია. დედაქალაქის 10 უბნიდან ელისაშვილი ექვსში გავიდა მეორე ადგილზე, უდუმაშვილი კი ოთხში.   
 
მერის არჩევნებში მეორე ადგილზე გასული კანდიდატები რეგიონული საარჩევნო ოლქების მიხედვით და თბილისში


 
მერის არჩევნებში მეორე ადგილზე გასული კანდიდატები თბილისის საარჩევნო ოლქების მიხედვით


 
საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მერობის ვერც ერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს ხმების 50%-ზე მეტს, მეორე ტური იმართება, რომელშიც საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი მონაწილეობს.

ქართული ოცნების მერობის კანდიდატებმა ექვს ოლქში ვერ გადალახეს 50%-იანი ბარიერი. ამ ოლქებიდან, ორ ოლქში მეორე ადგილი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებმა დაიკავეს, კიდევ ორ ოლქში – დამოუკიდებელმა კანდიდატებმა, ხოლო თითო ოლქში მეორე ადგილზე პატრიოტთა ალიანსის და დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს კანდიდატები გავიდნენ.
 
მერის არჩევნების მეორე ტურები


 
ქართულმა ოცნებამ, პროპორციული სისტემით ჩატარებულ საკრებულოს არჩევნებში, ქვეყნის მასშტაბით ხმების 55.81% მიიღო. ქვემოთ მოცემულ რუკაზე ასახულია ქართული ოცნების მხარდაჭერის გეოგრაფიული გადანაწილება. მუქი ფერით მონიშნულია ის ოლქები, სადაც ქართულმა ოცნების მხარდაჭერა ქვეყნის მასშტაბით მიღებულ საერთო შედეგს აჭარბებს, ხოლო ღია ფრად მონიშნულია ის ოლქები, სადაც ქართული ოცნების მხარდაჭერა საერთო მაჩვენებელზე დაბალია.
 
ქართული ოცნების მხარდაჭერა


 
ქართული ოცნების მხარდაჭერა (თბილისის ოლქები)


 
საერთო მონაცემებით, საკრებულოს პროპორციულ არჩევნებში, ნაციონალურმა მოძრაობამ ხმების – 17.08%, ევროპულმა საქართველომ – 10.4%, ხოლო პატრიოტთა ალიანსმა 6.56% მიიღო.

ქვემოთ მოცემული რუკები ამ სამი პარტიის მხარდაჭერის გეოგრაფიულ განაწილებას ასახავს. მუქი ფერით მონიშნულია ის ოლქები, სადაც პარტიის მხარდაჭერა  ქვეყნის მასშტაბით მიღებულ საერთო შედეგს აჭარბებს, ხოლო ღია ფრად მონიშნულია ის ოლქები, სადა პარტიის მხარდაჭერა მის საერთო მაჩვენებელზე დაბალია.
 
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერა


 
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერა (თბილისის ოლქები)


 
ევროპული საქართველოს მხარდაჭერა


 
ევროპული საქართველოს მხარდაჭერა (თბილისის ოლქები)


 
პატრიოტთა ალიანსის მხარდაჭერა


 
პატრიოტთა ალიანსის მხარდაჭერა (თბილისის ოლქები)


 
* რაც შეეხება მეჭიაურის შედეგებს, მან არჩევნების შედეგები სასამართლოში გაასაჩივრა და შედეგების გადახედვა მოითხოვა. სტატიის დაწერის მომენტში, თამაზ მეჭიაურმა თიანეთის მერის არჩევნები ერთი ხმით მოიგო. ჯერჯერობით უცნობია, გასაჩივრდება თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში. 

მსგავსი/Related

Back to top button