skip to content
ახალი ამბები

მიხეილ ჯანელიძე ეუთოს მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ეუთოს 23-ე მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც ჰამბურგი 8–9 დეკემბერს მასპინძლობს.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, მიხეილ ჯანელიძე სიტყვით გამოვა საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს პლენალურ სხდომაზე; ასევე დაგეგმილია შეხვედრები სუამის ფორმატში, ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან და ეუთოს ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან.

საგარეო საქმეთა მინისტრი ჰამბურგში ბრიუსელიდან გაემგზავრება, სადაც მან 7 დეკემბერს მონაწილეობა მიიღო ნატოს საგარეო საქმეთა  მინისტერიალის ფარგლებში ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ ფორმატის შეხვედრაში და ასევე ორმხრივი შეხვედრები გამართა უნგრელ, რუმინელ, ბულგარელ, ლიტველ, ესპანელ, ბერძენ, შვედ და ესტონელ კოლეგებთან. 

მსგავსი/Related

Back to top button