skip to content
ახალი ამბები

სასაზღვრო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს

სასაზღვრო პოლიციის ახალი უფროსი დათო ნიკოლეიშვილი გახდა, შეცვალა რა ზურაბ გამეზარდაშვილი,  რომელიც ამ თანამდებობიდან ნოემბერში გადადგა.

ნიკოლეიშვილი, რომელიც შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა 5 დეკემბერს წარადგინა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში შს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელობდა, 2015 წლის ნოემბრამდე შვიდი წლის განმავლობაში კი შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა მას შემდეგ, რაც 2000 წლიდან მაშინდელ უშიშროების სამინისტროში სხვადასხვა პოზიციებზე მსახურობდა.

სასაზღვრო პოლიციის უფროსი იმავდროულად შს მინისტრის მოადგილე აღარ იქნება იმ ცვლილებების შედეგად, რომელიც სამინისტროს დებულებაში ნოემბრის ბოლოს შევიდა და რომლის თანახმადაც, მინისტრის მოადგილეების რაოდენობა 6-დან 4-მდე შემცირდა.

შს მინისტრის მოადგილეებად ახალი დანიშნულები არიან: ბესიკ ამირანაშვილი, შალვა ხუციშვილი, მერაბ მალანია და დავით ვარდიაშვილი.

 

მსგავსი/Related

Back to top button