skip to content
ახალი ამბები

ნოემბერში წლიური ინფლაციის დონემ 0.2% შეადგინა

"საქსტატის“ მიერ პარასკევს გავრცელებული მონაცემების თანახმად, წლიური ინფლაციის დონემ ნოემბერში 0.2% შეადგინა, ოქტომბერში არსებული 0.2%-იანი დეფლაციის შემდეგ.

წინა თვესთან შედარებით, ნოემბერში ფასები 0.6%–ით გაიზარდა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე გავლენა იქონია ალკოჰოლურ სასმელზე და სიგარეტზე ფასების  10.5%-იანმა მატებამ, რაც ძირითადად თამბაქოზე და ალკოჰოლურ პროდუქციაზე აქციზის გადასახადის ზრდამ გამოიწვია; ასევე კავშირგაბმულობის ჯგუფზე ფასები 3.9%-ით, სასტუმროების, კაფეების და რესტორნების ჯგუფზე 3.2%-ით და ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფზე 1.5%-ით გაიზარდა წინა წლის ნოემბერთან შედარებით.

ნოემბერში ფასების 3.7%–იანი კლება დაფიქსირდა ტრანსპორტის ჯგუფზე. შარშან ნოემბერთან შედარებით ფასები 5.6%-ით შემცირდა ასევე ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ჯგუფზე და 3.4%-ით ავეჯის, საოჯახო ნივთების და სახლის მოვლის ჯგუფზე.

სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები, "საქსტატის" თანახმად, 0.1%-ით შემცირდა შარშან ნოემბერთან შედარებით.

მსგავსი/Related

Back to top button