skip to content
ახალი ამბები

სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თანამდებობა დატოვა

სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ზურაბ გამეზარდაშვილმა, რომელიც იმავდროულად  შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეც იყო,  საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა. 

სოციალურ ქსელში 22 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში ის აცხადებს, რომ თანამდებობიდან „პირადი სურვილით“ მიდის, თუმცა მიზეზებზე არ საუბრობს.

ჯერ-ჯერობით უცნობია ვინ შეცვლის გენერალ-მაიორ გამეზარდაშვილს სასაზღვრო პოლიციაში, რომელსაც ის 2013 წლის ნოემბრიდან ხელმძღვანელობდა.

მსგავსი/Related

Back to top button