skip to content
ახალი ამბები

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვევა

იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი პაოლო ჯენტილონი საქართველოს 6-7 ნოემბერს ეწვევა კავკასიური ტურნეს ფარგლებში, რომლის დროსაც ის ასევე ეწვევა ბაქოსა და ერევანს, იტყობინება იტალიის საელჩო თბილისში.

პაოლო ჯენტილონი თავის ქართველ კოლეგას მიხეილ ჯანელიძეს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდება. 

შეხვედრების მთავარი თემები, იტალიის საელჩოს ინფორმაციით, ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული  და სამეცნიერო თანამშრომლობის, ასევე რეფორმებთან, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ საქართველოს სვლასთან დაკავშირებული და რეგიონული საკითხები იქნება. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ღონისძიებაში „იტალია-საქართველოს პარტნიორობა და ევროპის მომავალი“ ორი ქვეყნის მინისტრების მონაწილეობა.

მსგავსი/Related

Back to top button