skip to content
ახალი ამბები

მოსამართლეები უვადოდ პირველად დაინიშნენ

12 მოსამართლე საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 28 ოქტომბერს პირველად გაამწესა უვადოდ თანამდებობებზე მას შემდეგ, რაც მათ 3-წლიანი გამოსაცდელი პერიოდი გაიარეს.

ახლადდანიშნული მოსამართლეები, რომელთა შორისაც თბილისის სააპელაციო სასამართლოში „რუსთავი 2“-ის საკუთრების დავის განმხილველი კოლეგიის თავმჯდომარე ნატალია ნაზღაიძეცაა, თბილისის, ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო და ასევე გორის, სიღნაღის და ცაგერის რაიონულ სასამართლოებში საპენსიო ასაკის მიღწევამდე იმსახურებენ.

მოსამართლეთა უვადოდ გამწესების წესი კონსტიტუციაში 2010 წელს შეტანილი ცვლილებების შედეგად აისახა; თუმცა ეს ნორმა, რომელიც ასევე ითვალისწინებს უვადოდ დანიშვნამდე მოსამართლეთა 3-წლიანი საპრობაციო პერიოდით გამწესების შესაძლებლობას, 2013 წლის ნოემბერში ამოქმედდა. მას შემდეგ გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლეები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3-წლიანი მონიტორინგის ქვეშ არიან.

მსგავსი/Related

Back to top button