skip to content
ახალი ამბები

კვირიკაშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა

პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ნიუ–იორკში გაემგზავრა, სადაც გაეროს გენერალური ასამბლეის 71–ე სესიაზე სიტყვით გამოვა.

პრემიერ–მინიტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კვირიკაშვილის გამოსვლა 21 სექტემბერს იგეგმება.

ამავე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ–მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს, მათ შორის გაეროს გენერალურ მდივანთან ბან კი-მუნთან; აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ენტონი ბლინკენთან; გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრთან ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან; ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრთან შარლ მიშელთან; სლოვაკეთის პრეზიდენტთან ანდრეი კისკასთან; მოლდოვას პრემიერ-მინისტრთან პაველ ფილიპთან; ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან დონალდ ტუსკთან და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინისთან.

საქართველოს პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა მაღალი დონის შეხვედრაზე, თემაზე – დევნილთა და მიგრანტთა გახშირებული გადაადგილებები; ესტონეთის, საქართველოს, კორეის რესპუბლიკისა და UNDP-ის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის ღონისძიებაზე, თემაზე – ეფექტური ინსტიტუციები; სამხრეთ აფრიკისა და საფრანგეთის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის შეხვედრაზე „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) თემაზე; ასევე, მაღალი დონის შეხვედრაზე, თემაზე – ინოვაციური დაფინანსება 2030 წლისათვის, მდგრადი განვითარების მიზნების ფარგლებში (Innovative Financing for 2030 SDGs).

მსგავსი/Related

Back to top button