skip to content
ახალი ამბები

კახეთს ახალი გუბერნატორი ჰყავს

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კახეთის რეგიონის ახალ გუბერნატორად ირაკლი ქადაგიშვილი დანიშნა. 

ქადაგიშვილმა, რომელიც თავისუფალი დემოკრატების წევრი იყო, ვიდრე ივლისში ამ ოპოზიციურ პარტიას დატოვებდა, ახალ თანამდებობაზე ირაკლი შიოლაშვილი შეცვალა.

შიოლაშვილი საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნების მაჟორიტარ კანდიდატად იყრის კენჭს სიღნაღისა და დედოფლისწყაროს გაერთიანებულ ერთმანდატიან ოლქში.

მსგავსი/Related

Back to top button