skip to content
ახალი ამბები

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოს ეწვევა

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი 10– 12 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა.

თბილისში საფრანგეთის საელჩოს ინფორმაციით, ეს საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის პირველი ვიზიტია საქართველოში.

შაბათს საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი თავის ქართველ კოლეგას, ლევან იზორიას შეხვდება.

პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან მოლაპარაკებები 11 სექტემბერსაა დაგეგმილი.

12 სექტემბერს ჟან-ივ ლე დრიანი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდება და ასევე გაემგზავრება საჩხერეში სამთო მომზადების სკოლის 10 წლის იუბილის აღსანიშნავად, რომელიც ფრანგული მხარის მიერ ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით იქნა დაარსებული.

ასევე 12 სექტემბერს საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი მედლებს გადასცემს იმ ქართველ სამხედროებს, რომლებიც ავღანეთსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ფრანგი სამხედროების გვერდით მსახურობდნენ.

მსგავსი/Related

Back to top button