skip to content
ახალი ამბები

საქსტატის ცნობით, წლიური ინფლაციის დონემ აგვისტოში 0.9% შეადგინა

"საქსტატის“ მიერ პარასკევს გავრცელებული მონაცემების თანახმად, წლიური ინფლაციის დონემ აგვისტოში 0.9% შეადგინა, ხოლო წინა თვეში ეს მაჩვენებელი 1.5% იყო.

წინა თვესთან შედარებით, აგვისტოში ფასები 0.4%–ით გაიზარდა, ივლისში 0.2%–იანი ზრდის შემდეგ. 

ფასები ალკოჰოლურ სასმელზე და სიგარეტზე აგვისტოში 11.9%–ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რაც ძირითადად თამბაქოზე და ალკოჰოლურ პროდუქციაზე აქციზის გადასახადის ზრდამ გამოიწვია.

წლიურმა ინფლაციამ ჯანდაცვის ჯგუფზე აგვისტოში 3.3% შეადგინა, ხოლო კავშირგაბმულობის ჯგუფზე – 3.8%. ფასები სასტუმროების და რესტორნების მომსახურების ქვეჯგუფზე აგვისტოში 4.6%–ით, ხოლო სურსათზე 0.6%–ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

აგვისტოში ფასების 7.7%–იანი კლება დაფიქსირდა ტრანსპორტის ჯგუფზე, რაც ძირითადად სატრანსპორტო საშუალებებზე ფასების 16.5%–იანმა კლებამ განაპირობა.

 

მსგავსი/Related

Back to top button