skip to content
ახალი ამბები

ამერიკული სამხედრო ტექნიკა Agile Spirit–ში მონაწილეობისთვის საქართველოში ჩამოიტანეს


ახალციხეში სამხედრო წვრთნებში Agile Spirit მონაწილეობის მისაღებად ამერიკული სამხედრო ტექნიკა 28 აგვისტოს ჩაიტანეს. ვიდეო: DVIDS

ყოველწლიურ მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებში Agile Spirit მონაწილეობისთვის ბულგარეთიდან ბორნის საშუალებით საქართველოში სამხედრო ტექნიკა, მათ შორის ამერიკული ჯავშანტრანსპორტიორები და საარტილერიო ქვემეხები შემოიტანეს.

ორკვირიანი სამხედრო სწავლებები Agile Spirit 2016 ქალაქ ახალციხის მახლობლად მდებარე პოლიგონზე გაიმართება. 
 
ევროპაში აშშ–ის საზღვაო ქვეითთა ძალების ინფორმაციით, სწავლებებში მონაწილეობას მიიღებენ სამხედროები საქართველოდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ბულგარეთიდან, ლატვიიდან, რუმინეთიდან და უკრაინიდან.

წვრთნები, სხვა ელემენტებთან ერთად, მოიცავს ვარჯიშს სროლაში ქართული ტანკებისა და ამერიკული ჯანშანტრანსპორტიორების მონაწილეობით, ასევე TOW ტიპის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო სისტემების გამოყენებით.


ამერიკული სამხედრო ტექნიკით დატვირთული ბორანი ფოთის პორტში 27 აგვისტოს შევიდა. ფოტო: DVIDS

Agile Spirit თავდაპირველად ორმხრივი, ამერიკულ–ქართული სამხედრო წვრთნები იყო და 2011 წლიდან ყოველწლიურად იმართებოდა საქართველოში. 2015 წლიდან Agile Spirit მრავალეროვნული სამხედრო სწავლება გახდა და მასში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნებიც ჩაერთნენ. კიდევ ერთი ყოველწლიური სწავლება, რომელსაც საქართველო და აშშ ერთობლივად ატარებენ, არის „ღირსეული პარტნიორი“ – წელს თბილისის მახლობლად, ვაზიანში ჩატარებულ ამ წვრთნებში გაერთიანებული სამეფოს სამხედროებიც ჩაერთნენ. Agile Spirit 2016 პირველი შემთხვევაა, როდესაც ამერიკელი საზღვაო ქვეითები საქართველოში, თბილისიდან მოშორებით გამართავენ  პარტნიორებთან ერთად ერთობლივ წვრთნებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button