skip to content
ახალი ამბები

მარგველაშვილი სტრასბურგს და ბრიუსელს ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 6–9 ივნისს სტრასბურგს და შემდეგ ბრიუსელს ეწვევა.

სტრასბურგში მარგველაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ტორბიორნ იაგლანდს შეხვდება და 6 ივნისს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში გამოვა სიტყვით.

ბრიუსელში პრეზიდენტი მარგველაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, დონალდ ტუსკთან გამართავს შეხვედრას 8 ივნისს. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ასევე დაგეგმილია მარგველაშვილის შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან.

 

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button