ახალი ამბები

საქართველომ უეფაში კოსოვოს წევრობას მხარი არ დაუჭირა

საქართველო უეფას იმ 24 წევრს შორის იყო, რომელთაც კოსოვოს წევრობას ევროპის ფეხბურთის ასოციაციების კავშირში მხარი არ დაუჭირეს.

კოსოვო უეფას 55–ე წევრი გახდა მას შემდეგ, რაც ევროპის ფეხბურთის ასოციაციების კავშირის 28 წევრმა მის სასარგებლოდ მისცა ხმა ბუდაპეშტში 3 მაისს გამართულ კონგრესზე.

„საგარეო პოლიტიკიდან გამომდინარე მხარი არ დავუჭირეთ“, – განუცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ს ბუდაპეშტიდან სატელეფონო ჩართვისას. 

საქართველო, რომელსაც თავად ორი სეპარატისტული რეგიონი აქვს, არ აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button