skip to content
ახალი ამბები

მარგველაშვილი: თბილისი უკრაინის კრიზისთან მიმართებაში დასავლელ პარტნიორებთან კოორდინირებულად მოქმედებს

უკრაინის კრიზისთან მიმართებაში საქართველო ირჩევს სტრატეგიას არ გადადგას დასავლელ პარტნიორებთან შეუთანხმებელი დამოუკიდებელი ნაბიჯები, განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.

„მე მინდა ყველას გასაგონად ვთქვა, თუ რას წარმოადგენს დღეს საქართველოსთვის ამ პროცესებში ჩართვის სტრატეგიული გეზი.  ეს გეზი მდგომარეობს იმაში, რომ მაქსიმალურად ვიყოთ კოორდინირებულად ჩართული ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან არსებულ კრიზისის განმუხტვის თვალსაზრისით“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს 9 მარტს.

„ეს გულისხმობს იმას, რომ საქართველო არ გადადგამს დამოუკიდებელ ნაბიჯებს ამ მიმართულებით, არამედ იქნება ნაწილი იმ თანამედროვე, ცივილიზებული საზოგადოების, ქვეყანათა ერთობისა, რომელიც ამ საკითხის მოგვარებაზე ყოველდღიურად, ძალიან აქტიურად მუშაობს“, – განაცხადა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button