ახალი ამბები

შიკორსკი საქართველოს მთავრობას: ‘კმარა ვენდეტა, განაგრძეთ რეფორმები’

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ შიკორსკიმ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ რეფორმებზე გაამახვილოს ყურადღება და არა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ „ვენდეტაზე“.

28 ნოემბერს ვილნიუსში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში გამართული სამოქალაქო საზოგადოების კონფერენციის ერთ–ერთი განხილვის დროს შიკორსკის ჰკითხეს, თუ როგორია ევროკავშირის ლიდერების გზავნილი საქართველოს ხელისუფლების მიმართ რეფორმების თვალსაზრისით.

მან უპასუხა: „ჩვენი გზავნილი… თუ მას ერთ წინადადებაში შევაჯამებ, ასეთია: თქვენ გქონდათ თქვენი კავკასიური ვენდეტა ყოფილ ადმინისტრაციასთან, მაგრამ კმარა და ახლა განაგრძეთ რეფორმები“.

იმავდროულად, ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ, რომელიც ვილნიუსში ევროკავშირის და პარტნიორი ქვეყნების დეპუტატებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა – ეს ერთ–ერთი იმ ღონისძიებათაგანია, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის პარალელურად გაიმართა – საქართველოში, როგორც მან აღნიშნა, შერჩევითი სამართლის საკითხი წამოწია და ყოფილი პრემიერ–მინისტრის ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობაც ახსენა.  

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button