ახალი ამბები

ალასანია სააკაშვილს “არასახელმწიფოებრივი“ განცხადებების გამო აკრიტიკებს

პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებები საქართველოსა და აზერბაიჯანის წინაშე მდგარი საფრთხის შესახებ „არასახელმწიფოებრივი“ და „შემაშფოთებელია“, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ 1 მარტს.

„ჩემი აზრით ეს იყო არასახელმწიფოებრივი განცხადებები. ეგეთი განცდა მრჩება თითქოს მას პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ სურვილი აქვს, რომ ქვა ქვაზე არ დარჩეს. მართლაც შემაშფოთებელი განაცხადება იყო და არასახელმწიფოებრივი“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს და ხაზი გაუსვა, რომ ეს "ხელს უშლის საქართველოს რეგიონალური უსაფრთხოების განვითარებას“.

ბაქოში ვიზიტის შემდეგ პრეზიდენტმა სააკაშვილმა 28 თებერვალს განაცხადა, რომ რუსეთი აზერბაიჯანისთვის იმავე „სცენარს“ ამზადებს, რაც საქართველოს წინააღმდეგ იქნა გამოყენებული გასული წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს, „ოლიგარქების, რუსული კაპიტალის, შანტაჟის და სხვადასხვა პროვოკაციების გამოყენებით“. სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მოსკოვში მყოფმა „ძალიან მდიდარმა“ აზერბაიჯანელმა ბიზნესმენმა სადიკოვმა, რომელიც რუსეთის ეთნიკური აზერბაიჯანელების კავშირის „აზეროს“-ის საპატიო თავმჯდომარეა, „განაცხადა, რომ იბრძოლებს საქართველოში აზერბაიჯანელთა ავტონომიისთვის“. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button