ახალი ამბები

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სია

ქვემოთ მოცემულია მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სია, რომლებიც საქართველოს 73 ერთმანდატიან ოლქში იყრიან კენჭს.

ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება ის ორი პოლიტიკური ძალაა, რომელთაც ქვეყნის მასშტაბით 73–ივე ოლქში დაასახელეს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები. კახა კუკავას თავისუფალმა საქართველომ თავდაპირველად 64 ოლქში წარადგინა საკუთარი კანდიდატები, თუმცა 12 ოლქში მოხსნა კანდიდატურები "ქართული ოცნების" სასარგებლოდ; ქრისტიან–დემოკრატიულმა მოძრაობამ – 60–ში; ლეიბორისტულმა პარტიამ – 57–ში; ახალმა მემარჯვენეებმა – 54–ში. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მხოლოდ ორი დამოუკიდებელი კანდიდატი იბრძოლებს მაჟორიტარული მანდატის მისაღებად.    

საქართველოს 150–წევრიანი პარლამენტი შერეული სისტემით ირჩევა – 73 დეპუტატი ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქებიდან, ხოლო 77 პარტიული სიებით მოიპოვებენ მანდატებს იმ პარტიებიდან და ბლოკებიდან, რომლებიც 5%–იან ბარიერს გადალახავენ.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 30% უნდა მიიღოს იმისათვის, რომ პირველივე ტურში გამოცხადდეს გამარჯვებულად. მეორე ტური იმ შემთხვევაში გაიმართება, თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს 30%–ზე მეტს.

საბურთალოს და ზუგდიდის ოლქებში ყველაზე მეტი კანდიდატი მონაწილეობს. თითოეულ ამ ოლქში 10 კანდიდატი იყრის კენჭს. ყველაზე ნაკლები კანდიდატია ადიგენში, სადაც  მხოლოდ მმართველი პარტიის და ქართული ოცნების კანდიდატები იყრიან კენჭს.

თბილისის ოლქები

ვაკე 

1. გიორგი კარბელაშვილი – ნაციონალური მოძრაობა;
2. შალვა შავგულიძე – ქართული ოცნება, ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების წევრი;
3. ნინო გურიელი – ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა, მოჭადრაკე;
4. დავით გამყრელიძე – ახალი მემარჯვენეების ლიდერი;
5. კახა კუკავა – თავისუფალი საქართველოს ლიდერი;
6. ლეილა გაფრინდაშვილი – ლეიბორისტული პარტია;
7. გენადი კვაჭანტირაძე – ეროვნულ–დემოკრატიული პარტია;
8. დავით თორდუა – მომავალი საქართველო;
9. როინ ლიპარტელიანი – საქართველოს მშრომელთა საბჭო.

მთაწმინდა

1. არჩილ გეგენავა – ნაციონალური მოძრაობა, მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი;
2. ზაზა პაპუაშვილი – ქართული ოცნება, მსახიობი;
3. ფერია ანთია – ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა (მოხსნილია);
4. პაატა ჩოხელი – ლეიბორისტული პარტია;
5. სიმონ კოპაძე – ეროვნულ–დემოკრატიული პარტია (მოხსნილია);
6. გია კიკაჩეიშვილი – ხალხის პარტია (მოხსნილია);
7. ტიტიკო ლეფსაია –  საქართველოს მშრომელთა საბჭო.

საბურთალო     

1. ანდრია (სანდრო) ურუშაძე – ნაციონალური მოძრაობა, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი;
2. დავით უსუფაშვილი – ქართული ოცნება,  რესპუბლიკური პარტიის ლიდერი;
3. ნოდარ სარჯველაძე – ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა;
4. მამუკა კაციტაძე – ახალი მემარჯვენეები;
5. ნანა დევდარიანი – თავისუფალი საქართველო;
6. გურამ პეტრიაშვილი – ლეიბორისტული პარტია;
7. ჯონდი ბაღათურია – ქართული დასი, მოქმედი დეპუტატი;
8. გურამ ჩახვაძე – ეროვნულ–დემოკრატიული პარტია; მოქმედი დეპუტატი;
9. ამირან ლუაშვილი – საქართველოს მშრომელთა საბჭო;
10. გიორგი ლილუაშვილი – მერაბ კოსტავას საზოგადოება.

სამგორი    

1. მიხეილ მაჭავარიანი – ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი და პარლამენტის ვიცე–სპიკერი;
2. ზურაბ აბაშიძე – ქართული ოცნება, თბილისის საკრებულოს წევრი ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატებიდან;
3. მაგდა ანიკაშვილი – ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა; მოქმედი დეპუტატი;
4. ალექსანდრე შალამბერიძე – თავისუფალი საქართველო.

ისანი

1. გიორგი ვაშაძე – ნაციონალური მოძრაობა, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე;
2. ნუკრი ქანთარია – ქართული ოცნება, ქართული აკადემიის თანადამფუძნებელი;
3. ლევან ვეფხვაძე – ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა, პარლამენტის ვიცე–სპიკერი;
4. რევაზ სოხაძე – ახალი მემარჯვენეები;
5. გელა კეტაშვილი – თავისუფალი საქართველო;
6. კახა ძაგანია – ლეიბორისტული პარტია;
7. ანა უსტიაშვილი – სამართლიანი საქართველოსთვის. 

კრწანისი

1. დავით საყვარელიძე – ნაციონალური მოძრაობა, მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე;
2. შოთა ხაბარელი – ქართული ოცნება, 1980 წლის ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში;
3. ზაზა გაბუნია – ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა, თბილისის საკრებულოს წევრი;
4. ლევან ხურცილავა – ახალი მემარჯვენეები;
5. აკაკი ასათიანი – წარდგენილია თავისუფალი საქართველოს მიერ; ტრადიციონალისტების ლიდერი (მოხსნილია);
6. კოტე გუგუშვილი – ლეიბორისტული პარტია;
7. ხვიჩა ასანიაძე – სამართლიანი საქართველოსთვის.

დიდუბე

1. გიორგი ჩაჩანიძე – ნაციონალური მოძრაობა, თბილისის საკრებულოს წევრი;
2. ვახტანგ ხმალაძე – ქართული ოცნება, რესპუბლიკური პარტიის წევრი;
3. ზურა ხაჩიძე – ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა;
4. გიორგი ლორთქიფანიძე – ახალი მემარჯვენეები;
5. დიმიტრი ლორთქიფანიძე – თავისუფალი საქართველო, მოქმედი დეპუტატი (მოხსნილია);
6. პაატა ჯიბლაძე – ლეიბორისტული პარტია;
7. მანანა ნიკოლაიშვილი – ქართული დასი  (მოხსნილია);
8. ჯემალ ნათელაშვილი – მომავალი საქართველო;
9. გილარ ბაქრაძე –  საქართველოს მშრომელთა საბჭო.

ჩუღურეთი

1.  ანდრო ალავიძე – ნაციონალური მოძრაობა; ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატი;
2. ვიქტორ დოლიძე – "ქართული ოცნება", თბილისის საკრებულოს წევრი ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატებიდან;
3. კახა ბასილია – ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა;
4. გიორგი საბანაძე – ახალი მემარჯვენეები;
5. იოსებ სამხარაძე – ლეიბორისტული პარტია;
6. გიორგი კარტოზია – თავისუფალი საქართველო;
7. ნონა ახალბედაშვილი – ეროვნულ–დემოკრატიული პარტია;
8. თამარ იარაჯული – სამართლიანი საქართველოსთვის.

გლდანი

1. ნიკოლოზ ხაჩირაშვილი – ნაციონალური მოძრაობა; თბილისის საკრებულოს წევრი;
2. სოსო ჯაჭვლიანი – ქართული ოცნება, მსახიობი და რეჟისორი;
3. ინგა გრიგოლია – ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა; თბილისის საკრებულოს წევრი და ყოფილი ტელეჟურნალისტი;
4. ავთანდილ სულაქველიძე – ახალი მემარჯვენეები;
5. იოსებ შატბერაშვილი – ლეიბორისტული პარტია;
6. მაგდა გაბრიჩიძე – თავისუფალი საქართველო;
7. რუსუდან კიკალიშვილი – ეროვნულ დემოკრატიული პარტია;
8. იოსებ მესტიაშვილი – სამართლიანი საქართველოსთვის.

ნაძალადევი

1. მერაბ სამადაშვილი – ნაციონალური მოძრაობა; ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატი;
2. თეა წულუკიანი – ქართული ოცნება; ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარის მოადგილე;
3. ჯაბა სამუშია – ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა; თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე;
4. გიორგი ჩიბუხაშვილი – ახალი მემარჯვენეები;
5. გიორგი გუგავა – ლეიბორისტული პარტია;
6. ჯაბა ჯიშკარიანი – თავისუფალი საქართველო (მოხსნილია);
7. თეიმურაზ ბობოხიძე – სამართლიანი საქართველოსთვის.

კახეთის ოლქები

დედოფლისწყარო

1. ზაზა კედელაშვილი – ნაციონალური მოძრაობა; სამგზის ევროპის ჩემპიონი ძიუდოში;
2. ალექსანდრე თამაზაშვილი – ქართული ოცნება;
3. ლია ჩოქური – ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა;
4. იოსებ ბეჟანიშვილი – ახალი მემარჯვენეები;
5. გიორგი ყოჩიაშვილი – ლეიბორისტული პარტია;
6. თამილა გურაშვილი – თავისუფალი საქართველო;
7. რობინზონ ბურდული – ქართული დასი (მოხსნილია);
8. ბიჭიკო მაჩაბლიშვილი – საქართველოს სპორტსმენთა კავშირი.

საგარეჯო 

1. გიორგი ჩალათაშვილი – ნაციონალური მოძრაობა; საგარეჯოს ყოფილი გამგებელი;
2. თინა ხიდაშელი – ქართული ოცნება, რესპუბლიკური პარტიიდან თბილისის საკრებულოს წევრი; 
3. გიორგი ობოლაშვილი – ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა;
4. დავით მაისურაძე – ახალი მემარჯვენეები;
5. თეიმურაზ მჭედლიშვილი – ლეიბორისტული პარტია;
6. ზაზა ცხვარიაშვილი – თავისუფალი საქართველო;
7. ალექსი არაბული – ქართული დასი (მოხსნილია).

გურჯაანი

1. გიორგი ღვინიაშვილი – ნაციონალური

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button